
სრული სახელწოდება:
Associazione Calcio Fiorentina e Florentina Violaმეტსახელები:
იები, იასამნისფერები, gigliati, violaდაარსების წელი:
1926სათამაშო მოედანი:
Stadio Artemio Franchiტევადობა:
47,282 მაყურებელიოფიციალური ვებსაიტი:
http://it.violachannel.tv/ფიორენტინას ისტორიაAssociazione Calcio Fiorentina დაარსდა 1926 წლის შემოდგომაზე Luigi Ridolfi -ს მიერ, რომელიც გამოვიდა ინიციატივით გაეერთიანებინა 2 ფლორეცნიული კლუბი, CS Firenze და PG Libertas-ი. მისი მიზან იყო შეექმნა ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა მეტოქეებს იტალიის ჩემპიონატში. ასევე გავლენა იქონია Calcio Fiorentino-ს კულტურულმა აღორძინებამ და აღდგენამ, რაც თანამედროვე ფეხბურთის წინაპარი გახლდათ, რომელსაც Medici-ს ოჯახის წევრები თამაშობდნენ. თავდაპირველად კლუბი დაბალ ლიგაში დაუშვეს, კერძოდ კი იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილის ჩემპიონატში.
პირველი სამი სეზონის დაბალ ლიგებში გატარების შემდეგ ფიორენტინამ 1931 წელს სერია ა-ში შეაღწია. ამავე წელს გაიხსნა ფიორენტინას ახალი სტადიონი, რომელიც თავდაპირველად Giovanni Berta-ს, ცნობილი იტალიელი ფაშისტის საპატივსაცემოდ დაარქვეს, ახლა კი ცნობილია როგორც Artemio Franchi.
Stadio Artemio Franchi

სერია ა-ში წარმატების მისაღწევად დაიწყო კლუბის გაძლიერება ახალი ფეხბურთელებით. ერთ-ერთი ასეთი იყო ურუგვაელი Pedro Petrone, ზედმეტსახელად el Artillero.
მიუხედავად წარმატებული სეზონისა და სერია ა-ში მეოთხე ადგილის დაკავებისა, ფიორენტინა მაინც დაქვეითდა იმავე წელს, თუმცა მალევე დაუბრუნდა და 1941 წელს პირველი ტიტიული, იტალიის თასი - Coppa Italia, მაგრამ კლუბს არ მიეცა საშვალება გაეგრძელებინა წარმატებული სვლა, ამის მიზეზი მეორე მსოფლიო ომი იყო.
1950 წლიდან დაიწყო კლუბის აღზევება, გუნდში ირიცხებოდნენ დიდებული ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ Giuliano Sarti, Sergio Cervato, Francesco Rosella, Guido Gratton, Giuseppe Chiappella და Aldo Scaramucci, ასევე ბრაზილიელი Julinho და არგენტინელი Miguel Montuori. ამ გუნდმა მოიგო პირველი სკუდეტო 1955-56 წლების სეზონში, გაასწრო რა მილანურ გრანდს 12 ქულით. ფიორენტინა იყო
პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც ითამაშა ევროპის თასის ფინალში, სადაც სამწუხაროდ დი სტეფანოს დროის მადრიდის რეალთან 2-0 დამარცხდნენ. 1960-61 წლებში ფიორენტინამ მოიგო მეორედ იტალიის თასი და ასევე წარმატებით გამოვიდა ევროპაში. კლუბმა თავისი პირველი ევროპული ტიტული მოიგო, დაამარცხა რა შოტლანდიური რეინჯერსი თასების მფლობელთა თასის ფინალში.
რამოდენიმე წლის განმავლობაში ფიორენტინა ასრულებდა სეზონს მეორე ადგილზე, 1966 წელს კლუბმა მოიგო Mitropa Cup-ი და იტალიის თასი
ფიორენტინა 1955-56 წლებში

1968-69 წლებში ფიორენტინა კვლავ ჩაერთო ჩემპიონობისათვის ბრძოლაში. მისი მთავარი მეტოქეები კალიარი და მილანი იყვნენ. მეშვიდე ტურში ბოლონიასთან მარცხის შემდეგ კალიარი წამოეწია ფიორენტინას. ასევე პირველი წრის ბოლო ტურში Varese-სთან ფრედ 2-2 დასრულებული მატჩის გამო კალიარი სერია ა-ს სათავეში მოექცა. მეორე წრის განახლების შემდეგ ჩემპიონობისთვის სამი გუნდი, ფიორენტინა, კალიარი და მილანი იბრძოდნენ, მილანმა ყურადღება ევროპულ თასზე გადაიტანა, ისე ჩანდა, რომ ჩემპიონი კალიარი უნდა გამხდარიყო, თუმცა ისინი ტურინის იუვენტუსთან დამარცხდნენ და სათავეში ამჯერად ფიორენტინა მოექცა.
გუნდმა დარჩენილი ტურის ყველა მატჩი მოიგო, ტურინში პრინციპულ მეტოქესთან, იუვენტუსთან გამარჯვების შემდეგ კი ფიორენტინა სკუდეტოს მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად დაეუფლა. ამავე წელს გუნდს ევროპაშიც ჰქონდა კარგი რეზულტატი, თუმცა მეოთხედფინალში გლაზგოს სელტიკთან მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ ასპარეზობას.
1970 წლიდან გუნდს მცირე ჩავარდნა დაეწყო, სეზონს ცხრილის შუა ნაწილში ასრულებდნენ, 1972 და 78 წლებში კლუბი ახლოს იყო გასავარდნ ზონასთანაც კი. 1974 წელს ფიორენტინამ მოიგო ანგლო-იტალიური ლიგის თასი და მორიგი იტალიის თასი 1975 წელს.
მანამდე ვისაც უნდა ძველ თემაში წეროს, ეს ჯერ არ დამისრულებია
მე რაც ფეხბურთს ვუყურებ გერმანელები იტალიელებს სულ ყვერებზე წიწკნიან , მაგრამ ### ერთხელაც ვერ მოჭამეს.
© Robert_Lokamp
რამდენი YLეც ამ ფორუმზე ხართ იმდენი კაცი რო გვყოლოდა კრწანისის ომს მოვიგებდით