როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუმარტა, სტუდენტები, თუ პირველ ჯერზე ჩააბარებენ გამოცდას, მათთვის საფასური როგორც გამოცდაზე, ისე მართვის მოწმობისთვის, მხოლოდ 15 ლარი იქნება.
მისივე განმარტებით, დღეს იგივე პროცედურა რიგით მოქალაქეს, 55 ლარი უჯდება - 40 ლარი გამოცდაზე დაშვებისთვის, 15 ლარი კი მართვის მოწმობის მისაღებად.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ვისაც სურს მართვის მოწმობის მიღება, კარგად მოემზადონ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში და ისე მიიღონ გამოცდაზე გასვლის გადაწვეტილება. ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ ფინანსურ და დროის რესურს", - დასძინა ხუროშვილმა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/54249-stu...l#ixzz1wC7HGoIcძალიან კარგია ასეთი შეღავათი
პირადად მე და ძალიან ბევრ სტუდენტს გამოადგება
This post has been edited by Paranormal on 29 May 2012, 00:32