#5709205 · 27 May 2007, 00:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mako_auh ბალტიისპირელებს მაგალითად შეექმნა პრობლემები ევროკავშირის სტანდარტებთან დაკავშირებით. EU ში ყველაფერზე სტანდარტებია,მათ შორის თევზებზეც. ბალტიისპირეტში კიდევ თევზები სიცივის გამო ( როგორც მე ამიხსნეს) არ იზრდებიან და ვერ აღწევენ ევროსტანდარტებს, ამან დააზარალა თევზმჭერი კომპანიები ბალტიისპირეთში. სოფლის მეურნეობაშიც არის იგივე პრობლემები. მაგალითად ევროპაში ფერმერობა (მესაქონლეობა მაგალითად) დოტაციურია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ გერმანიაში და ჰოლანდიაში ძროხები 30-40 ლიტრ რძეს იძლევიან შეგიძლია წარმოიდგინო რამდენად იაფია იქაური რძე. რა თქმა უნდა ამის შემდეგ კონკურენციას ადგილობრივი პროდუქცია ვეღარ უწევს და შესაბამისად ეს დარგიც კვდება. მოკლედ არის პატარ-პატარა პრობლემები რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს.
--------------------
а разве это нормально?
|