ekuna1ამ ბანკს ყველა ის ფუნქცია გააჩნია, რაც ყველა სხვა კომერციულ ბანკს. ბანკების ფუნქციებს კი ნებისმიერ საბანკო საქმის წიგნში ნახავ.

აქ იმიტომ არ გიწერ ბანკების ფუნქციებს (თეორიულ ასპექტში), რომ ვიცი, სხვა რამის კითხვა გინდოდა და არასწორი სახით ჩამოაყალიბე კითხვა

"კავკასიის განვითარების ბანკი" არის აზერბაიჯანული ბანკი. ფუნქციონირებს შპს-ს სახით.
საქართველოში მას გააჩნია ფილიალი: შპს "კავკასიის განვითარების ბანკის თბილისის ფილიალი".
სავარაუდოდ ემსახურება აზრებაიჯანულ ბიზნესს საქართველოში.
არის პატარა ბანკი, უკავია (აქტივების მიხედვით) ბაზრის 0,2%-იანი წილი, ხოლო სააქციო კაპიტალის მიხედვით 1%-იანი წილი.
საზედამხედველო კაპიტალი აქვს სავალდებულო მინიმუმზე ოდნავ მეტი: 12,052,000 ლარი.
მისი აქტივების 35% უკავია საკრედიტო პორტფელს, ხოლო 28% ფულად სახსრებს. დანარჩენი 27%, უმეტესწილად არის ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები.
პასივების 89,5% წარმოდგენილია საკუთარი სახსრებით. ხოლო 10% დეპოზიტებია. ამ დეპოზიტებში 77% ბანკების სახსრებია (ლორო ანგარიშები და/ან ვადიანი დეპოზიტები) დანარჩენი, დაახლოვებით 320,000 ლარი კი იურიდიულ პი-კლიენტთა სახსრებია (სავარაუდოდ, ვისაც ემსახურება, იმათი მიმდინარე ანგარიშებია).
ისე, საინტერესოა, ასეთ რა ბიზნესს ემსახურება, რომ 12 მლნ ლარის (რაც საზედამხედველო კაპიტალის შევსებას ჭირდება) ჩადება უღირდათ 4,7 მლნ ლარიანი საკრედიტო დაბანდებისათვის ისეთ კლიენტზე (სავარაუდოდ აზერბაიჯანული წარმოშობის კომპანიაზე, ან კომპანიებზე), რომელსაც ანგარიშზე 0,3 მლნ ლარი უდევს მხოლოდ. და არ ირჩევს (თვით კლიენტი) რომ მას ქართული ბანკი ემსახურებოდეს.
აქვე ერთ ფაქტზეც მივაქცევ თქვენს ყურადღებას: აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით ზარალმა 350,000 ლარი შეადგინა 6 თვეში (სხვა ინფორმაცია 9 თვის მქონდა). ანუ ეს მაშინდელი საკრედიტო პორტფელის 7,5%.
ინფორმაცია ნამეტანი ცოტა მაქვს, მაგრამ რაღაც დასკვნების გაკეთების საშუალება მაინც მოგვეცა.
ჰოდა ჯობია ეს დასკვნები თქვენით გააკეთოთ, თორემ შეიძლება ვიღაცამ ქე გამაგოროს აზარტში შესული ალალ-მართალი კაცი
კარგი ფინანსისტი ისაა, ვინც სწორად ახსნის ხვალ თუ რატომ არ შესრულდა ის ყველაფერი დღეს რაც მან გუშინ იწინასწარმეტყველა
------------------------------------
Milan fu, è e sempre sarà il campione