საპარლამენტო ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" წარმომადგენლის მანანა ნაჭყებიას ინფორმაციით, თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა და საუბრის თემა "მისი გაპრემიერება იყო". "ირაკლი ოქრუაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში მთავრობიდან რამდენიმე მინისტრის წასვლის საკითხს აყენებს, რის გამოც მან პრეზიდენტისგან უარი მიიღო. რამდენადაც ვიცი, ოქრუაშვილისთვის მიუღებელი მინისტრები ძ|ალოვანი უწყებების პირველი პირები არიან" - განუცხადა "პირველს" ნაჭყებიამ. ამასთან, მან კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თავდაცვის ექს-მინისტრი დიალოგის დაწყების სურვილით "ახლებს" დაუკავშირდა. "მსგავსი არაფერი მსმენია" - დასძინა მან.
http://pirveli.com.ge ეს ისე...
რას ფიქრობთ წავლენ მერაბიშვილი, კეზერაშვილი და დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურის მეთაურები?
მიმაგრებული სურათი