სხვა რას უნდა მივაწერო უკომენტარო მუშაობა მოდერატორის, ტაკ დავიწყებ:
დაახლოებით ერთი საათის წინ გაიხსნა ბიტლებზე ახალი მერვე ნაწილი, მეშვიდე ნაწილი 100 გვერდამდე შესრულდა და იუზერმა ზაზაბიჭმა გახსნა ახალი თემა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ გავყვეთ: პირველივე პოსტი ამ თემაში ეკუთვნოდა ტემპერას, რომელიც უნდა დავძინო რომ წინა შვიდი თემის ავტორია, კომენტარი იყო ლაკონური: დახურე თEმა!
ნუ ამ E-ს ლათინურად დაწერის აუცილებლობას ვერ მივხვდი, შეიძლება ამაზეც ღრმა ანალიზის გაკეთება მაგრამ ეხლა არა, სხვა დროს
ამ კომენტარის შემდეგ ტემპერამ გახსნა ზუსტად ანალოგიური თემა, გაურკვეველი მიზეზებით და საბაბებით, საგულისხმოა ის ფაქტი რომ, ზემოთხსენებული მოდერატორი საკმაოდ მკაცრია თავის განყოფილებაში და ხშირად დაუვორნავს იუზერები ერთიდაიგივე შინაარსის თემის გახსნისათვის, ხაზი უნდა გავუსვა იმასაც რომ ზაზაბიჭის თემაში დაპოსტვიდან (დახურე თEმა) ხუთ წუთში გახსნა, ანუ კარგად მოეხსენებოდა რომ ეს თემა არსებობდა
ნუ მესამე თემა ეკუთვნოდა თქვენს მონა-მორჩილს

უბრალოდ სიტუაციაში გარკვევას ვაპირებდი, მოდერატორს შეეძლო თემა ფორუმის შესახებში გადმოეტანა, ჩემი თემა გაქრა და სალხინებელში აღმოვაჩინე, სანამ თემას ვეძებდი ზაზაბიჭის თემაც დახურეს, ნუ ავტორი არ ჩანს, უკომენტაროდ განაგრძობს წესების უხეშ დარღვევას, დახურულ თემაში მესამე პოსტში ნათქვამი იყო რომ დახურული თემა ტემპერას ანალოგიური შინაარსის თემაზე 10 წუთით ადრე გაიხსნა, უმარტივესია მაგის გადამოწმება, უჩინარმა ძალამ კი ჩემთვის აბსოლიტურად გაურკვეველი მიზეზებისდა გამო მაინც დახურა
ეხლა რა ხდება: ტემპერა იცვლის ნიკებს და პროტესტს უცხადებს ზაზაბიჭის გახსნილ თემას
კომედიანტები
რა უბედურებაა კაცო ეს?
ვითხოვ როგორც ფორუმის რიგითი წევრი იქნებ განმიმარტოთ ა? : )
* * *
ძალიან კარგი იქნება ადმინისტრატორის მხრიდან კომენტარის მოსმენა This post has been edited by ხ ო რ ხ ე on 3 Jun 2007, 17:23