მოდერებო

მიუხედავად ჩემი დიდი პატივისა მედიცინის მუშაკების მიმართ
lelos-ის პრეტენზია ტოპიკის დახურვასთან მიმართებაში სამართლიანად მიმაჩნია. მთვარეულის მიერ ტოპიკის დახურვის შემდეგ მასში "პა ზნაკომსტვუ" გაჩნდა პოსტები (რაც დაუშვებელი რამ არის!).
სამედიცინო ფორუმის მიზანია განვიხილოთ პრობლემები და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ორივე მხარეს მივცეთ - როგორც სერვისის პროვაიდერებს (ექიმებს) ისე მომხმარებლებს (პაციენტებს). თუკი სერვისის მომხმარებლების საკმაო ნაწილი პრეტენზიებს გამოთქვამს და აგრესიულია ეს მხოლოდ მათ ხასიათს არ უნდა დავაბრალოთ. მსგავსი რამ არ ხდება არცერთ განყოფილებაში. მაგალითად პინგვინებში მომხმარებლები არ ცემენ და არ აგინებენ სერვისის პროვაიდერებს (ანუ IT პროფესიონალებს). მე კარგად ვაცნობიერებ და ვიცი რა სპეციფიკა აქვს სამედიცინო პროფესიას და რა ძნელია ექიმად მუშაობა, მაგრამ პრობლემებისაგან მიწაში თავის ჩაყოფით დამალვა მართებულად არ მიმაჩნია!
მეტიც! მე ვფიქრობ, რომ ბრენდ ნეიმ ქირურგებს საქართველოში ძაალიან კარგი შემოსავალი აქვთ (თვეში სადღაც 6000 + ლარი) იმისათვის, რომ ყველა პაციენტს სდიონ და ფული სძალონ. (3 ში ერთი პაციენტი მაინც მათ თვითონ სთავაზობს ხოლმე საკმაოდ კარგ under the table payments

) პაციენტისაგან პირდაპირ ფულის მოთხოვნა კი მათი საქმე ნამდვილად რომ არაა ამაში მემგონი დამეთანხმებით! (მოხსენიებული ქირურგი საავადმყოფოში მუშაობს სადაც მეც ვმუშაობდი და კარგად ვუწყი იქ რაც ხდებოდა და ხდება).
მინდა აღვნიშნო, რომ აქ არავინ ამცირებს ქირურგის შრომის ფასს და მნიშვნელობას, აქ საუბარია მათი მოღვაწეობის მორალურ და ზნეობრივ პრინციპებზე, რომელთა დარღვევის მომსწრეც მეც არაერთხელ გავმხდარვარ!!!
This post has been edited by DICOM on 16 Feb 2009, 13:21
Answer to life, the universe and everything...