#5804051 · 6 Jun 2007, 17:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უნდა მიხვდნენ ანტი-გლობალისტები რომ ამ წერტილოვანი დარტყმებით ვერ შეაჩერებენ გლობალიზაციას...
როგორც ერთმა ენამოსწრებულმა თქვა:
მე მომწონს მზე, ის ცხოვრებას მინათებს და მათბობს, მაგრამ მე ის რომც არ მომწონდეს, მაცხუნებდეს და მაწუხებდეს - ის ყოველ დღე მაინც ამოვაო...
ასევეა გლობალიზაციაც... ერთადერთი შანსი გლობალიზაციის შეჩერების არის იზოლაციონისტური ეკონომიკური პოლიტიკა ზესახელმწიფოების შესრულებით და სხვა ტიპის ლიდერების მოსვლა. როგორც ადამიანის განვითარებაში ზოგადად - ასევე გლობალიზაციის უმთავრეს კატალიზატორს - ეკონომიკური მოტივაციების სისტემა და ეკონომიკური განვითარება შეადგენს.
დაახლოებით პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდის დროების მსგავსი. თუმცა არ მგონია ეს იყოს გამოსავალი..
იდეალური არაფერი არ არსებობს .- ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, როგორც მზეს.
თუმცა მივესალმები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას თუნდაც ანტი-გლობალისტური მოძრაობების სახით ( რა თქმა უნდა ვანდალიზმის გარეშე)
This post has been edited by Codex on 6 Jun 2007, 17:08
|