Tvitmarkvia Kle
უარმყოფელი

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 487
წევრი No.: 113317
რეგისტრ.: 21-February 10
|
#21750680 · 25 Sep 2010, 01:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რელიგიურ კონტექსტში ვერა, მაგრამ ორგანოების ტრანსპლანტაციის ისტორიას შეგაშველებთ. სანამ მსჯელობას დაიწყებთ სასურველია წაიკითხოთ.
ორგანოების ტრანსპლანტაციის ეთიკური კონტექსტი
ჯორჯ მ. ეიბოუნა აშშ, ფილადელფიას შტატი, დრექსელის უნივერსტიტეტის სამედიცინო კოლეჯის ქირურგიული დეპარტამენტი
ზოგადი მიმოხილვა ორგანოების კლინიკური ტრანსპლანტაცია(გადანერგვა) საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად არის აღიარებული. ეს მოვლენა ვიტალური ორგანოების ტერმინალურ სტადიაში მყოფ ადამიანებს ახალი სიცოცხლით ასაჩუქრებს. პროცესში ჩაბმულია ფართო საზოგადოება. დაავადებულ სასიცოცხლო ორგანოებზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს სხვადასხვა საშუალებით მოპოვებული, მათ შორის გვამებიდან მიღებული ორგანოების რაოდენობა. ამასთანავე, პაციენტებს ხანგრძლივი ლოდინი უხდებათ მათთვის საჭირო ორგანოების მისაღებად, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელს მაღლა წევს. მსაგვსი შემთხვევების გამო, ცოცხალი დონორების _ მოხალისეების, მათ შორის მოზარდების მიერ ორგანოებით მომარაგება, საზოგადოების მორალურ-ეთიკური განსჯის საგნად იქცა. დროთა განმავლობაში დაინერგა ორგანოებით ვაჭრობის პრაქტიკა, რაც მომწოდებლების მხრიდან ღარიბების ექსპლუატაციის სახეს ხშირად ატარებს. იმუნოლოგიაში, ქსოვილოვან ინჟინერიასა და ცხოველების ორგანოების გამოყენებაში არსებული წინსვლები, მრავალი პრობლემის გადაჭრის იმედს იძლევა. ეს თავის მხრივ ახალ საკითხებს წარმოშობს, რაც მედიცინის კომპეტენციას სცილდება და სოციალურ ჭრილში გადადის. საკითხები ეხება ისეთ მორალურ და ეთიკურ კონტექსტს, როგორიცაა სატრანსპლანტაციო ორგანოების მიზანმიმართული და სწორი განაწილება. ორგანოების გაცემა როგორც მოხალისე და ალტრუისტი დონორებისთვის, ისე მიცვალებულებულების ოჯახებისთვის დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, საჭიროა შესაბამისი საკომპენსაციო და მადლიერების გამოსახატავი მეთოდების დახვეწა. განხილვას ასევე ექვემდებარება შემდეგი საკითხები: ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ქსოვილოვანი ინჟინერია და ცხოველების ორგანოების გამოყენება _ ქსენოტრანსპლანტაცია. უფრო მეტი სიცოცხლის გადასარჩენად და პროცესებში მთელი საზოგადოების ჩასართავად შემუშავებული იქნა კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს პირველ ყოვლისა პაციენტის ინტერესების დაცვას: მორალური, ეთიკური, რელიგიური და საზოგადოებრივი ღირებულებების შენარჩუნებას, პირადი სარგებელის და ფინანსური მაქინაციების დათრგუნვის მიზნით.
შესავალი
ჯერ კიდევ 50 წლის წინ, თირკმელის, ღვიძლის და გულის მძიმე დაავადებები ადამიანის ტანჯვის და სიკვდილის ტოლფასი იყო. ორგანოების კლინიკური ტრანსპლანტაციის ჰორიზონტზე გამოჩენასთან ერთად, უკანასკნელი 3 ათწლეულის მანძილზე ბევრ სიახლეს ჰქონდა ადგილი, რაც ქირურგიული ტექნიკის, მოლეკულური ბიოლოგიის, იმუნოლოგიისა და იმუნოსუპრესორული მკურნალობის განვითარებას მოიცავდა. ყოველივე ეს მრავალ ათასობით პაციენტს სიცოცხლის იმედს დღემდე უსახავს. ადრეულ 1950-იანებში, ექიმ ჯოზეფ მიურეის მიერ დაწყებულმა და ექიმ დევიდ ჰიუმის მიერ გაგრძელებულმა საქმემ არნახული წარმატება ჰპოვა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებობს 1800 ტრანსპლანტაციური ცენტრი, სადაც დღემდე 750000-ზე მეტ ადამიანს გადაენერგა ერთი ან მეტი ორგანო. თირკმლის გადანერგვის შემდეგ, ზოგიერთი პაციენტი სიცოცხლეს აგრძელებს 36წელიწადის განმავლობაში; ღვიძლის გადანერგვის შემდეგ _ 30 წ-ის; ძვლის ტვინის გადანერგვიდან _ 28წ-ის; გულის გადანერგვიდან _ 25წ-ის; თირკმლისა და პანკრეასის კომბინირებული ტრანსპლანტაციიდან _ 22წ-ის; ხოლო ფილტვის ტრანსპლანტაციიდან 14წ-ის განმავლობაში. მიუხედავად ჩამოთვლილი მიღწევებისა, ვიტალური ფუნქციის მატარებელი ორგანოებით დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, ვინაიდან მიწოდებული ორგანოები(განსაკუთრებით გვამებიდან აღებული ორგანოები), მომლოდინე პაციენტების ვრცელი სიებისთვის არასაკმარისია. ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში, სადაც გვამების ორგანოები პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია, მდგომარეობა კატასტროფულადაც შეიძლება შეფასდეს. მოთხოვნადი ორგანოების რაოდენობა მიღებულ ორგანოებთან მიმართებაში დღითიდღე შეუსაბამო ხდება. ათასობით ადამიანი ტრანსპლანტაციის მოლოდინში იღუპება. მაგალითად, აშშ-ში 1997 წ–თან(50000 ლეტალობა) შედარებით, 2002წ-ის მარტისთვის პაციენტების ლეტალობა 80000-მდე გაიზარდა, ანუ 60%-იანი მატება დაფიქსირდა. ხოლო ამ ხნის განმავლობაში გვამებიდან ორგანოების ტრანსპლანტაცია მხოლოდ 2-3%-ით გაიზარდა. დღეისათვის, ტრანსპლანტაციის მომლოდინეების რიცხვი ყოველ 15 წუთში 1 ადამიანით იზრდება და ყოველდღიურად მათგან 16 (ქალი, მამაკაცი და ბავშვი) ადამიანი კვდება.
D დაფა # 1. აშშ-ში ორგანოების ტრალსპლანტაციის მომლოდინე პაციენტების სია 2002 წ-ის მარტისთვის ---------------------------------------------------------------------------------- ტრანსპლანტაციის ტიპი პაციენტების რაოდენობა ---------------------------------------------------------------------------------- თირკმელი 51,215 ღვიძლი 17,886 პანკრეასი 1,245 პანკრეასის ჯირკვლის უჯრედი 270 თირკმელი-პანკრეასი 2,486 Nნაწლავები 178 გული 4,143 გული-ფილტვი 209 ფილტვი 3, 824 სულ 79,125
დაფა # 2. 2000წ. აშშ-ში განხორციელებული ტრანსპლანტაციები -------------------------------------------------------------------- ტრასნპლანტაციის ტიპი რიცხვი
-------------------------------------------------------------------- ცალი თირკმელი 13 372 ღვიძლი 4 954 პანკრეასი 435 თირკმელი-პანკრეასი 911 ნაწლავი 79 გული 2 198 გული-ფილტვი 48 ფილტვი 956 სულ 22 953
2000წ. ტრანსპლანტაციის მოლოდინში 2250-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა. სავალალო მონაცემების გამო მუშავდება ინსტიტუციონალური, პოლიტიკური და სტრატეგიული რეფორმები. ასევე, ცოცხალი_მოხალისე დონორების გამოყენება მზარდი მაჩვენებლით აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. 2000წ. ტრანსპლანტირებული თირკმლების თითქმის 40% ცოცხალი დონორების მიერ იყო მიწოდებული. უდავოაFფაქტი, რომ ორგანოების ტრანსპლანტაციის კულტურა ახანგრძლივებს არამარტო პაციენტების სიცოცხოხლეს, არამედ მაღლა სწევს მოსახლეობის ზოგად პროდუქტივულობას. საზოგადოების ჯანმრთელობაზე საზრუნავად და ტრანსპლანტაციური თერაპიის საფასურის დასაწევად დამატებითი გეგმები მუშავდება. ეს ყველაფერი ჯამში, გადარჩენილი პაციენტების გაუჯობესებული რიცხვით აღინიშნება. მაგალითად, ბოლო 5-10 წლის განმავლობაში, თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტებისთვის, დიალიზთან შედარებით ტრანსპლანტაციური თერაპია 20-40%-ით უფრო ეფექტური აღმოჩნდა. სამედიცინო პირების და საზოგადოების მორალურ-ეთიკური ვალია, ტრანსპლანტაციის მომლოდინე პაციენტებისთვის ორგანოების მოძიება და სწორი განაწილება. ეს საკითხები სხვა მნიშვნელოვან სამედიცინო მიღწევებთან: ქსოვილოვან ინჟენერიასთან, ღეროვან უჯრედულ ბიოლოგიასა და ქსენოტრანპლანტაციასთან ერთად, ვიტალური ორგანოებით დაავადებულების სამკურნალოდ კიდევ უფრო წარმატებული სისტემური თერაპიის იმედს იძლევა. ამავდროულად წარმოიშობა მრავალი მორალური, ეთიკური, თუ სოციალური კითხვა. საჭიროა ყველას ინტერესების _ რეციპიენტიდან დონორების ოჯახებამდე, მაქსიმალურად შესწავლა.
თარგმანი ლევან ბერიაშვილისა
--------------------
WWW.LEVANBERIASHVILI.COM
WWW.LEVANBERIASHVILI.COM
|