
გამარჯობათ.
საქმე იმაში მდგომარეობას რომ საბურთალოზე რამოდენიმე ადამიანი ცხოვრობს სოციალურად დაუცველი, რომლებსაც ელექტრო ენერგია 3-4 წელია არ აქვთ.
პრობლემა ისაა რომ სადაც ცხოვრობენ ის სახლები დაუმტკიცებელია (რამოდენიმე წელია დავა მიდის სასამართლოში სახალმწიფოსა და მაცხოვრებელს შორის, მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით) და თელას ვერ აყავს აბონენტათ, ითხოვს რეესტრიდან ამონაწერს.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური კი უარს ამბობს რეკომენდაცია გაუწიოს ამ ხალხს თელასთან, რათა დროებით ლეგალურად ჩაურთან დენი.
იქნებ ვინმემ იცოდეთ როგორ ხდება 21-ე საუკუნეში ასეთი პრობლემის მოგვარება.
მადლობა.