ჩემი აზრით, ყველა ჩვენთაგანმა რაღაც უნდა ვიღონოთ ალტერნატიული ენერგიის გამოყენებაზე და შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება იმპორტულ აირზე.
კარგი იქნება, ეს თუ მოდაში შემოვა, და არა დიზაინერის მიერ დამზადებული ტანსაცმლით ან აქსესუარით თავის მოწონება.
მაგალითად, დაბადების დღეზე იმ ნათურების ჩუქება, რომელიც ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, და სინათლის ენერგიას სითბოს ენერგიად არ გარდაქმნის.
მზის/ქარის ბატარეების შეძენა, ძვირადღირებული ჭაღების ნაცვლად, რითაც შეძლებენ არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ მეზობლებისთვისაც ელექტრო ენერგიის მოხმარების შემცირებას ...
სამწუხაროდ, ზემოთჩამოთვლილი ჩემი იდეა არ არის, ამერიკაშია ახლა ეს მოდა