მახსოვს 90 იანების ბოლოს არხზე ვივა ცვაი ვნახე კლიპი "RETURN" და ეგრევე მომაჯადოვა ამ ხმამ , მერე ვივა ცვაიც გათიშეს სახელიც ვერ დავიმახსოვრე ამ ჯგუფის ,სახელსაც ზუსტად თუ არ ჩაწერდი 2000 იანების დასაწყისში ინტერნეტ საძიებო სისტემებში ვერ იპოვიდი მოკლედ 10 წელი გავიდა გამოჩნდა ეგეთი სასწაული როგორც YOUTUBE-ა და ისევ თავიდან აღმოვაჩინე ჩემთვის ეს მართლაც უძლიერესი კოლექტივი თავის ჟანრში
ეს პრელუდია იყო
ნუ ჯგუფი ჩამოყალიბდა 1985 წელს და პირველი ალბომი გამოუშვა იგივე სახელით რაც ჯგუფი "Deine Lakaien" 1986 წელს და დღემდე წერს საკმაოდ საინტერესო მუსიკას, მიუხედავად ვოკალისტის ალექსანდრე ველიანოვის სოლოკარიერისა ბოლოწლებში.
სტილი : ავანგარდ-ელექტრონული მუსიკა გოთიკის სურნელით
დისკოგრაფია:
Deine Lakaien, 1986
Dark Star, 1991 (reissued in 2005 combined with '2nd Star' EP)
Dark Star Live, 1992
Forest Enter Exit, 1993
Acoustic, 1995 (Live Recording)
Winter Fish Testosterone, 1996
Kasmodiah, 1999
White Lies, 2002
1987, 2003 (Early material)
Live in Concert, 2003
April Skies, 2005
Indicator, 2010
ვინც იცით დაწერეთ თქვენი კომენტები ამ ჯგუფის შესახებ ,ვინც არა მოუსმინეთ და მერე დაწერეთ საინტერესოა ვისი გემოვნება ემთხვევა ჩემსას
პ,ს საერთოდ ვიკინგ,პოვერ,სპიდ,ფოლკ მელოდიკ მეტალს ვუსმენ მაგარამ ეს ჯგუფი ძაან ძლიერია IMHO
ესეც რამოდენიმე უძააანმაგრესი კომპოზიცია
This post has been edited by voivod on 7 Dec 2010, 21:04
ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს და არა როგორც გვინდა რო იყოს,ხოდა ამ ჭიქით იმას გაუმარჯოს რომ მუდამ ისე გვინდოდეს რო იყოს როგორც უნდა იყოს (voi :jemali:)
ძველი იერიმეული ანდაზები:
შეშლით ყველას გვეშლება!მუცელი მარტო ქალებს!!
კედელი ხვრიტე ხვრიტეო მაინც არ დაორსულდებაო!!