#5890652 · 16 Jun 2007, 15:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ყველას ჩემო ძვირფასებო, მე გახლავართ ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტი, კერძოდ მადრიდში, სამწუხაროდ აქ ესპანეთში არ არსებობს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც შენობა, მაგრამ ნაქირავები ლოკალი და მერე ეკლესიათ ნაკურთხები კი. მადრიდში კი ეგეც არ გვაქვს, ამიტომ ბევრი ვიფიქრე და წამოვიწყე ეკლესიის მშენებლობის თაობა, რაზეც უამრავმა ხალხმა დამიჭირა მხარი, პროექტში არის ასეთი რამ, შევქმენი ჭიგნი ხელმოწერებისათვის სათაურით: "ესპანეთში მცხოვრები მართლმადიდებელთა ხელმოწერები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობა-ლოცვაკურთხევის თაობაზე. გროვდება ხელმოწერები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მის ტერიტორიაზე შემდგომში ქართული სკოლისდაარსების თაობაზე, სადაც საშუალება ექნება ყველა მართლმადიდებელ მრევლს ილოცოს მის საკუთაე ეკლესიაშI და იგრძნოს თავი მის სამშობლოში, აგრეთვე საშუალება ექნებათქართველ ბავშვებს შეისწავლონ არსებულ სკოლაში ქართული ენა-ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და რელიგია. ყველა ხელმოწერა არის ნებაყოფლობითი" აუი ასეთი სათაურის მქონე წიგნი, და ამ წიგნს ხელს აწერს 200-ზე მეტი ადამიანი, უკვე გაიხსნა ანგარიში, ამ ამბავთან დაკავშირებით ჩამობრძანდა მამაო იღუმენი ლუკა. გთხოვთ გამოეხმაუროთ და მომაწოდოთ თქვენი აზრი. * * * აქ თუნ არის იმის საშუალება რომ სურათები დავდო? და გთხოვთ მასწავლოთ როგორ, დიდი მადლობა წინასწარ.
|