#5874756 · 14 Jun 2007, 18:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ქართველი არქეოლოგების აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში საბერძნეთსა და კოლხეთს შორის მჭიდრო კავშირები არსებობდა. ამის შესახებ არქეოლოგმა, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ცენტრის კოლხური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, რევაზ პაპუაშვილმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრ "რია ნოვოსტიში" 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში საბერძნეთსა და კოლხეთს შორის კავშირები დოკუმენტურად დასტურდება. ამას ცაიშის სამარხში აღმოჩენილი საგნები მოწმობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სამარხში ძვლებთან ერთად აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინისა და თიხის უნიკალური ნაკეთობები, მათ შორის შუბები, ცულები, სხვადასხვა ჭურჭელი, ქამრის ბალთები, სამაგრები, ქანდაკებები, რომელთა ანალოგებიც აღმოჩენილია საბერძნეთში. ასევე აღმოჩენილია ბევრი სამშვენისები კულონების, სამაჯურებისა და მძივების სახით.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდის ნაკეთობებში აშკარად იკვეთება ის გენეზისი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-9-5 საუკუნეების კოლხეთის საიუველირო ხელოვნების წინაპირობა გახდა.
"ეს ამ ადგილას აღმოჩენილი პირველი სამარხია, მაგრამ კიდევ დაახლოებით 100 სამარხის აღმოჩენას ვვარაუდობთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ კოლხეთში არქეოლოგიური გათხრები მინიმუმ 50 წელს მაინც კიდევვ გასტანს.
აღმოჩენების საფუძველზე არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ არგონავტების ცნობილი მოგზაურობის მიზანი არა ოქროს საწმისი, არამედ სინამდვილეში რკინა გახლდათ, რომელიც იმ პერიოდში კოლხეთში ბევრი იყო. ამის დამამტკიცებელი ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე გათხრების დროს აღმოჩენილი დაახლოებით 400 რკინის სადნობი სახელოსნოა.
ხოლო საბერძნეთში ბევრი ვერცხლი, ოქრო და სპილენძი მოიპოვებოდა, პაპუაშვილის თქმით კი, რკინა - არა. "ამიტომ, ბერძნებისთვის "ოქროს საწმისი" სინამდვილეში რკინა იყო", განაცხადა არქეოლოგმა. *** უფრო საინტერესოდ აქ წერია.....http://newsgeorgia.ge/geo1/20070613/41996374.html
--------------------
Господи, дай мне мудрость, чтобы понимать мужчину. Любовь, чтобы прощать его. Терпение к его сменяющемуся настроению. Потому что, Господи, если я попрошу силы - я просто забью его до смерти.
|