#5881603 · 15 Jun 2007, 15:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
..ეჰ.. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ხიდზე - ბარათაშვილის ხიდზე კომპოზიცია ”ახალგაზრდობის” ახალი ”პერსონაჟები” დადგეს. 15 ივნისს დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ხიდზე სამი ახალი სკულპტურის დადგმა დაიწყო.
როგორც ჟურნალსიტებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა კობა სუბელიანმა განუცახდა, კომპოზიციის გაგრძელების ჩანაფიქრი იმიტომ გაჩნდა, რომ ეს სკულპტურები ხალხში პოპულარობით სარგებლობს - სკულპტურებთან სურათებს იღებენ, იღებენ მუსიკალურ კლიპებს ან უბრალოდ მათ სანახავად მოდიან.
ბარათაშვილის ხიდზე ”ახალგაზრდობის” პირველი სკულპტურები გასული წლის აგვისტოში გამოჩნდა. სკულპტურული კომპოზიციის ავტორი ქართველი მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძეა.
ბარათაშვილის ხიდზე შეყვარებული წყვილისა და მეოცნებეს სკულპტურების გამოჩენა - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და თბილისის მერის გიორგი უგულავას იდეაა.....
ახალი ამბები ...http://www.newsgeorgia.ge/geo1/20070615/41998044.html
--------------------
Господи, дай мне мудрость, чтобы понимать мужчину. Любовь, чтобы прощать его. Терпение к его сменяющемуся настроению. Потому что, Господи, если я попрошу силы - я просто забью его до смерти.
|