#5921227 · 20 Jun 2007, 01:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2007 წლის 26 ივნისს ---ის ინიციატივით ტარდება „ხევსურული საღამო მზიურში“. დევიზით:
"მთაში დარჩენილ ხევსურებს არდავიწყება უნდა"
მონაწილეობენ ხევსურეთში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, ფოლკლორისტები და ქართული საბრძოლო ხელოვნება „ხრიდოლის“ ოსტატები. მოეწყობა გელა დაიაურის ლექსების კრებულის პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნება ხევსური პოეტების წიგნები და აუდიო ჩანაწერები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ხევსურეთის ფოტოების გამოფენა–გაყიდვა.
შემოსული თანხა მოხმარდება შატილის სკოლა–ინტერნატს
დასაწყისი 18 საათზე დასწრება თავისუფალია
გთხოვთ დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში
This post has been edited by Dimpitaurize on 20 Jun 2007, 01:02
--------------------
რუსეთი ომებს არ იწყებს, რუსეთი ომებს ამთავრებს.
|