უნდა ვაღიარო, სათაურის იდეა სედოის ვესესხე...
გააგიჟებს ამ ხალხს ამდენი სერიალები ჩემი ჩათვლით, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ბოლოდროინდელი ქმედება ძალიან ჰგავს დიდი კომბინატორის მოქმედებას...
სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტი 3 მლნ ლარით შეავსო...
საქართველოს სამედიცინო დაწესებულებათა უმეტესობა ამ გაზაფხულზე 1000–დან 1500 ლარამდე ჯარიმაში გააყუდეს. ზოგსაც გააყუდებენ, ოსტაპ ბენდერს რომ შეშურდება ისეთი მეთოდით...
შარშანდელი წლიდან სამინისტრომ შემოიღო ე.წ. ლიცენზიების დეკლარაციების ჩაბარება, ე.ი. ყველა ლიცენზირებული დაწესებულება, ასეთი კი 3000 –ზე მეტია, ვალდებულია, რომ სალიცენზიო პირობების შესრულების დეკლარაცია წელიწადში ერთხელ წარადგინოს....
ეხლა რა წერია იმ დეკლარაციაში – ფართობი მაქვს, გათბობა მაქვს, დამიწება მაქვს, ლიფტი მაქვს, სადეზინფექციო საშუალებების მარაგი მაქვს, დვიჟოკი მაქვს, ექიმებს სერთიფიკატები აქვთ...ფაქტიურად იგივე, რაც ლიცენზიის აღებისას იქნა წარდგენილი, ასლი ყველას უგდია კომპიუტერში, გამობეჭდვას უნდა 5 წუთი...
წელს შემოიღეს 1000–დან 1500 ლარამდე ჯარიმები დეკლარაციის ჩაუბარებლობისათვის... 135–მდე „შინაურ“ დაწესებულებას სამინისტროს ჩინოვნიკებმა აცნობეს ჯარიმის შესახებ და თან გააფრთხილეს, ენისათვის კბილი დაეჭირათ რო სხვებს არ გაეგოთ...ამ განსაკუთრებით დაახლოებულებმა კი დეკლარაციები ჩააბარეს და ჯარიმას გადაურჩნენ...
პატრულივით ჯარიმებით ხო არ უნდა იშოვონ ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებმა ფული ხელფასისათვის? თუ ჯაბამ რო უთხრა მხედრიონის წევრებს – რა ხელფასები გინდათ, იარაღი თქვენა გაქვთ, გაინძერით და იშოვეთო, ისეა საქმე?
ამ პარლამენტს ყოველ წუთში შეაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რამდენი ერთს უნდა უყუროს კლინიკების ხელმძღვანელობამ....ეხლა მეტყვით ადვოკატი იყოლიოს, კანონმდებელი რა ვალდებულიაო ინფორმაციის მიტანაზე და ა.შ.
კანონმდებელმა თვითონ გაინთავისუფლა თავისი თავი, აბა კუდს ხო არ მოიჭრის თვითონ...
მეორეც ერთი საქმეა დიდი საავადმყოფო და მეორე ორი–ექიმისაგან შემდგარი შპს, იმათმა მედიცინაზე იფიქრონ თუ იმას ადევნონ თვალყური, რა იდეა მოუვათ ხელისუფლებაში ოფიციალური გზებით ფულის დასაწერად...ჯარიმა კი ორივესათვის ერთია...
ეხლა დაძრწიან სამინისტროს თანამშრომლები მთელს რესპუბლიკაში და ყველას ჯარიმას უწერენ...თან ბოდიშებს იხდიან, რა ვქნათ ასე დაგვავალესო...
ჰოდა ეს ფული საიდან უნდა შევიდეს ბიუჯეტში, ამაზე არავინ ფიქრობს, თოფმა მგელი, მგელმა თხას პრინციპი აქაც მოქმედებს. რამდენიმე კლინიკაში დაჯარიმების შემდეგ ფასებს მოუმატეს...
ეხლა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტს ხო არ შეავსებენ, საკუთარ ჯიბეებსაც უნდა შევსება...ჰოდა ყველა დაწესებულებას აჯარიმებენ და დარღვევას უწერენ თუ ნახმარი შპრიცების და სკარიფიკატორების (ე.წ. ბ კლასის ნარჩენების) გატანაზე არ აქვთ გარკვეულ შპს–ებთან დადებული ხელშეკრულება....
შატილის ამბულატორიამ ვისთან უნდა დადოს ხელშეკრულება არ ვიცი...
მეორეც, არსებობს ავტოკლავირება და ქიმიური სტერილიზაცია, რომელიც ფართოდ არის დანერგილი მსოფლიო პრაქტიკაში... ბოლოს და ბოლოს თუ ავტოკლავირებულ მეტალის ინსტრუმენტებით ოპერაციას ვაკეთებთ, ლაპარასკოპის ოპტიკა მხოლოდ ცივად სტერილდება და ისევ პაციენტს ეხება და ავტოკლავირებული ერთჯერადი შპრიცის ნაგავში გადაგდება რატო არ შეიძლება? ნახმარი ერთჯერადი ინვენტარი თავსდება სპეციალურ ერთჯერად ტარაში, შემდეგ ავტოკლავირდება და მისი შემდგომი უტილიზაცია ხდება როგორც საყოფაცხოვრებო ნაგვის...
სხვა საქმეა რომ ვიღაც ამას აკეთებს და ვიღაც პირდაპირ ყრის, რა ვქნათ იმ მამაძაღლის გულისათვის წესიერიც დავსაჯოთ? როგორც სოფელში რო ზოგი დენს იპარავს, ყველა უნდა გამორთო...
საქართველოში არა, როგორ შეიძლება ავტოკლავირება, უნდა შპს –ები გავამდიდროთ, აუცილებლად დავაწვევინოთ... მანქანებმა რო უნდა ირბინონ წინ და უკან ამ შპრიცების ინსინერატორამდე გადასატანად ყოველდღე, ბენზინი რო იწვის, გარემო არ ბინძურდება?...არადა ამ მეთოდთან ერთად ავტოკლავირება ყოველთვის არსებობდა და ბოლო წლებში კი გამოირკვა, რომ სამედიცინო ნარჩენების დასაწვავი დანადგარები (ინსინერატორები) ისე აბინძურებენ გარემოს, უკვე ეჭვის ქვეშ დგას მათი მიზანშეწონილეობის საკითხი....
ნაგვის დაწვამ ხო ფაქტია ვერ გაამართლა, ინსინერატორი მართალია 30 წლის წინანდელ მოწყობილობებზე უფრო დახვეწილია, მაგრამ ფაქტია დიდი ტბების ერთ–ერთ მთავარ დამაბინძურებლად სწორედ ინსინერატორები სახელდება...
დაწვის ტექნოლოგიის წინააღმდეგ მოძრაობა მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ნახეთ
http://www.no-burn.org/...
ამათმა ახლა ჩამოიტანეს საქართველოში...
მეორე საკითხია, თუ ვისია ის შპს–ები ან ვის აძლევენ წილს – მე მგონი ძნელი დასადგენი არ უნდა იყოს...
ან შეიძლება რაღაც ერთბაშად გადაიხადეს ბრძანების გამოშვებაში....რამდენი, ეს ძნელი სათქმელია, ვის გადაუხადეს – არც ისე ძნელი დასადგენია...
ერთი ასეთი შპს ექსპრესდიაგნოსტიკაა...
თუ ნარჩენები მაინც ამათ უნდა გავატანინოთ, ეს ნაგვის გადასახადი მაინც მოუხსნან კლინიკებს, დენის გადასახადზე მეტი მისდით კლინიკებს...,
ეს იმასა ჰგავს, ადრე ავტოინსპექციამ რო მანათობელი ზოლები შემოიტანა და ყველა მძღოლს შეტენეს ძალით...
ეხლა ხვალ AMTS–მა რომ ჩააწყოს და ყველა კლინიკას Aesculap -ის ფირმის გარდა სხვა ინსტრუმენტების ხმარება აუკრძალოს, როგორი ბიზნესი იქნება ჰა? ინსტრუმენტები ყველა კლინიკას საუკეთესო იქნება, ჯიბეები შეივსება, მაგრამ პაციენტს შემდეგ რა დაუჯდება, ეს იკითხა ვინმემ?
პ.ს. არადა აქამდე ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის იყო უფრო ადეკვატური და ეფექტური სასჯელი – ლიცენზიის შეჩერება და აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირობები შესრულდებოდა... პროსტო რამდენად სწორად იყენებდნენ მეორე საკითხია....