დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც აქ პოლიტიკაში რამე დავწერე.
ბოლო თემა და გამოხმაურებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესახებ იყო, თუმცა დიდი შედეგი ამას არ გამოუღია. იმედი მაქვს ეს თემა მაინც მიიღებს სათანადო რეზონანსს.
მოკლედ:
იმედია გახსოვთ ის დრო როდესაც დენი მუდმივად ითიშებოდა და დანაკლისი გვქონდა ენერგო სისტემაში. უშუქოდ ვისხედით და ვიტანჯებოდით, ეხლა კი ყველაფერი პირიქით ხდება.
ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და დისპეჩერიზაცია მოუმზადებელი შეხვდა დღევანდელ მდგომარეობას, ყოველდღიურად სამსახურებში შემოდის ზარები რომლებიც იუწყებიან:
დაღვარეთ წყალი, შეამცირეთ გამომუშავება! ! ! (ჰიდროელექტროსადგურებში)რა დრო დაგვიდგა, როდესაც თუნდაც კაპიკებში (რადგან შესაძლოა ამ პერიოდში სხვებსაც ჭარბათ ჰქონდეთ ელექტრო ენერგია) გავცეთ რუსეთში მითუმეტეს სამხრეთში გაზით ხდება გამომუშავება და ძვირი უჯდებათ, იგივე აზერბაიჯანში, თურქეთში და სასომხეთში.
სირცხვილია ხალხნო, თუმდაც ნახევარ თეთრში გააფორმეთ ხელშეკრულება და გაეცით ელექტრო ენერგია ჩვენ ხომ უზარმაზარი ვალები გვაქვს ! ! !
This post has been edited by alva on 20 Jun 2007, 19:47