მოდერ ეს თემა არ წაშალო გთხოვ .ჰუმანოიდისთის არის 
second life (sl) ანუ შემდეგი ცხოვრება .
ერთ მშვენიერ დღს გადავაწყდი მოკლე სტატიას შემდეგი ცხოვრების (SL)შესახებ .ინტერესმა და უსაქმურობამ დამძლია და სულ რაღაც 5 წუთში მეც მოვევლინე იმ ქვეყანას.ხეეებს შუა ვიდექი წითელი თმებით.თავზე რუხი ფერის შალის ქუდი მეხურა.ჩემი მაისური თითქმის გამჭირვალე იყო და ისეთი კარგი ჯინსები მეცვა რომ ლამის რეალურ ცხოვრებაშიც მომინდა რომ მქონოდა .წყნარი ადგილი იყო .მზიანი დღე და ჩიტების ჭიკჭიკიც კი მომესმა .ჩემთან ერთად სხვა მრავალი ახალბედებიც იყვნენ .ყველა ერთმანეთს გავდით ,თითქოს ინკუპატორში დავიბადე .ჩემს ზურგს უკან თურმე დიდი დაფა ყოფილა და პირველი რაც თავში გამიელვა "რაღა მე უნდა დავბადებულიყავი უკუღმად ".ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ინგლისური თითქმის კი არა და კარგად გადავიწყებული მქონდა ვერ გავარჩიე რა ეწერა ამ ვეებერთველა დაფაზე ,მაგრამ მე ხომ კოროხინა თავის პატრონი ვარ და ვიდექი ასე პირდაღებული ,როგორც სხვა მრავალი,და შევჩერებოდით ერთმანეთს.ზოგი საუბრობდა უკვე ჩათის მეშვეობით ,ჩემთვის გაუგებარ ენაზე .ჩემ ფანჯრის მენიუში უცებ გავიკვლიე გზა და სულ რამოდენიმე წუტში ჩემი ავატარი უკვე მე წამაგავდა .სხვა მაისური ჩავიცვი რომელიც არც თუ ისე გამჭირვალე იყო და ეს ყვირალა ცეცხლივით თმა მოვიცილე თავიდან .რატომღაც ფეხის გადადგომას ვერ ვბედავდი .ერთი ბილიკი ჩაყვებოდა ხეებს შორის .რატომღაც მოველოდი რომ ვინმე მოვიდოდა და ხელს მომკიდებდა და ჰაერში ამიტაცებდა და გამარკვევდა ამ ცხოვრების შესახებ .ძალიან მოუთმენელი ადამიანი ვარ და გადავწყვიტე ჩემი გზა მე თVითონ გამეკვლია.იქვე ფანჯარაში რუქა გადავშალე და იქით გადავეშვი სადაც ხალხმრავლობა იყო . ტელეპორტაციის მეშვეობით სულ 3 წამში ვიდექი უამრავი ხალხის ირგვლივ .უცებ მივხდი რომ ერთ ერთ დისკოზე ამოვყავი თავი ვინაიდან მუსიკამ დამაყრუა.თვალებს ვიშვნეტდი საოცრებისგან .ამდენი ლამაზი ხალხი მე ჯერ არ მინახია .ერთი მეორეს ჯობდნიდნენ.მეცუდად არ გამოვიყურებოდი ,მაგრამ მათან შედარებით ვიყავი ნულის ტოლი.ზედაც არ შემომხედაარავინ თითქოს სული ვიდექი .თუმცა მე ვინ შემომხედავდა ამდენი ნახევრად შიშველი და ლამაზი ქალი დადიოდა ირგვლივ .ფრიალა თმებით და მოკლე მოქიცინე ქვედაბოლოებით ცეკვავდნენ ეს გოგოები.ძოგი ზემოთ მოშიშვლებული ცეკვავდა რკინაზე ჩაბჯირებული .ფეხებთან ვაზა ედგა თავისი სახელით და შიგ ფულსუხდიდნენ კაცები რომ ამ მშვენიერებას მეტი კანი ეჩვენა.რამოდენიმა გამარჯობას მერე გავბედე და ვიკითხე თუ აქ შეიძლებოდა რაიმე სხვა ადგილების ნახვა .დამცინეს და მხოლოდ ერთი სიტყვა მესროლეს რომ ძებნა გამოიყინეოო.როდესაც ძებნა გავხსენი და ვფიქრობდი რა მენახა პირველაად აქ უკვე სუნთქვა შემეკვრა.არ ვიცოდი რომელი ამერჩია ,საით წავსულიყავი.ნუ მეთქი აქ კაი ხანი მომიწევს ყოფნა რომ ეს ყველაფერი მოვინახულო .გადავწყვიტე ბუნებისმონახულება ,ალბათ დაღლილობამ მიკარნახა რომ დასვენება მჭირდებოდა ამ ეიფორიისგან .ამიტომ გავეშურე avallons garden -ში.საოცრებავ .უზარმაზარი ჩანჩქერები ,ლამაზი ყვავილები ,ხეეები რომელიც ცას ეხებოდა,ყვავილოვანი ბუჩქები,ჩიტების ჭიკჭიკი და ეს უნაზესი მუსიკა.სად მოვხდი ,სად ვიყავი არ ვიცოდი მაგრამ აქედან წასვა არ მინდოდა.ეს იყო ჩემთვის სამოთხე.მდინარეში შევამჩნიე თეთრი გედი როემლიც მარტოკა ურტყამდა წრეებს.ცოტა გავიარე და ზღვის პირს ვიდექი.ტალღები ისე რეალურად უბრახუნებდნენ სანაპიროს რომ ცურვის სურვილი მომინდა მაგრამ უცებ შევამჩნიე როგორ ამოხტა წყლიდან დელფინი და ისევ ტალღებში გაუჩინარდა.იქვე ზვიგენების ოჯახიც კი დაცურავდა .თავში უამრავი კითხვა ტრიალებდა .ვინ შექმნა ეს სამყარო .რომელმა ღვთის გაჩენილმა მოიგონა ეს ყველაფერი .რისი მიღწევა უნდა ან რა უნდა იმ პირს ამით გადმოგვცეს?რამოდენიმე დღეების შემდგომ რაც მე თითქმის ყველა ბუნების ადგილი და კუნჭული მოვინახულე გადავწყვიტე მშვიდი გულით და დასვენებული ორგანიზმით განმეხილა სხვა მხარე ამ ცხოვრების .მაშასადამე გადავწყვიტე შემეხედა იქ სადაც ხალხი იყო .რატომღაც ბუნებაში მხოლოდ შეყვარებულები ვნახე და ისიც თითო კაკალა იდგნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს.
მაინტერესებდა ეს ხალხი ასე ნაირ ნაირად ჩაცმულები რომ დადიან სად შოულოენ ტანისამოსებს .გადავწყიტე მაღაზიების დათვალიერება .ნუ როგორ გითხრათ და თმიდან მოყოლებული წარბი,თვალი,ტანი,კანი,მკერდი და სხვა მრავალი სხეულის ნაწილები იყიდებოდა .ტანისამოსი ყველაფერი რაც კი გულს გაეხარდებოდა .სამკაული,ფეხსაცმელი,ჩულქი თუ ქამარი .და ფასებიც არც თ უისე იაფი . ჩემს საფულეს რომ შევხედე უკვე ობბინა იყო გაბმული სოცარიელისაგან .და აი აქ დადგა ჟამი რომ მეზრუნა ფულის შოვნაზე რადგან მეც მინდოდა ის მოფრიალე თმა თუ ქვედაბოლო.ფულის შოვნა იოლი არაა.ან უნდა იმუშაო სადმე დისკოტეკაზე და რკინას უნდა ებღაუჭო ,ან კიდე იდეეები გაგაჩნია და შეგიძლია შენი ფეხით დახელით აიწყო ცხოვრება .ნუ მე გადავწყვიტე კაზინოებით მომეგო ორიოდე კაპიკი . ნუ მე არავითარი ბიზნესის დაწყებას არ ვაპირებდი .უბრალოდ მინდოდა ყველა კუნჭული მენახა ამ ქვეყნის .
დღეს -დღEობით მე მაქვს ჩემი დისკოტეკა-ბარი .სხვა ბარში ვარ მენეჯერი.ვარ ერთ ერთი ფირმის დამხმარე ძალა და მოდელიც კი ვარ ამა თუ იმ ფოტოგრაფის .ჩემ თავს რომ ვუყურებ დღეს და ასე გაქცევ გამოქცევაზე ვარ ,მახსენდება ის პირველი დღეები როდესაც მე ჯერ კიდევ ბუნებაში დავდიოდი და ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმენდი .ეს თამაში აღარ არის .ეს უკვე რეალობას უტოლდება .აქ ხდება პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა,აქ ხდება ბიზნესების და აქციების განხორციელება .აქ შეგიძლია იმ გზას დაადგე რაც რეალურ ცხოვრებაში ან ვერ გაბედავდა ადამიანი ან კიდევ ვერც კიმოისაზრებდა .აქ არის ყველაფერი .ხან ადამიანს ესაუბრები და ხან კიდე მელას .ხან გონია რომ გოგოს ესაბრები და კაცი აღმოჩნდება.ნდობა აქ ძნელია .უბრლოდ არ იცი ვინ ვის უკან ზის და ამ კატის სხეულში თ საერთოდ ადამიანია ისიც გაგიჭირდება დაიჯერო .
ერთ რამე კი საერთოა რეალურ ცხვრებაში .კაცმა მოოინდომოს რამე და ყველგან გზა გახსნილია .მთავარია იდეეები გქონდეს და იცოდე როგორ გინდა ეს განახორციელო და ყველაგნა მიაღწევ კარ შედეგს გინდ რეალობაში და გინდ შემდეგ ცხოვრებაში რომელიც მხოლოდ 3D გრაფიკის თამაში გეგონება ახალბედას .თუმცა ბევრი ხალხიგახდა ამ თამაშიდან მდიდარი .Asha Chang. გერმანიაში მაცხოვრებელი უბრალო მასწავლებელი დღეს დღეობით მილიონერების სიაშია .ის ამ ტამაშსი ყიდის მიწებს და არა პატარა თანხებზე .ერთი მონაკვეთი 1500კვადრატმეტრული ღირს 1600$ ნაღდი ფული .ყველაფერი ფული ღირს თამაში .თუ კი რამის წამოწყება გინდა ფულიც უნდა გაგაჩნდეს ,მაგრამ მთავარია მეგობარიც უნდა გყავდეს გვერდში .შემდეგი ცხოვრება(სლ) იგივე ლოტორეააა. ან მოიგებ ან კიდევ წააგებ .ამიტომ ჩემის აზრით ეს თამაში არა არის ეს არის ახალი ინერნეტული ცხოვრება .დასასრული მას არ უჩანს .ვნახოთ მომავლი რას გვიჩვენებს .
შემდეგ სერიაში დავწერ როგორ ხდება რამის აშენება ან შექმნა .თუმცა არსებობს საიტი სადაც შეიძლება თვალი გაადავლოს კაცმა ყველაფერს
www.secondlife.com
adios .Tia Flotta
მიმაგრებული სურათი