ერთი სეზონი რაღაცა გააკეთა კალაძემ მილანში.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე სერია A-ს გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ვაკონკრეტებთ - ეს სიმბოლური შედგა იტალიის ყველა სპორტული გამოცემის მიერ ყოველ ტურში აღებული შეფასებების მიხედვით. საამაყოა კალაძისთვის: 33 წლის მცველმა, რომელიც შარშან "მილანმა" ჩამოწერა, "ჯენოაში" მშვენიერი სეზონი გაატარა.
რა თქმა უნდა, სიმბოლური ნაკრები სადაოა და ბევრს გაუკვირდება, რომ მასში ვერ მოხვდნენ "მილანის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, "რომას" ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი, "პალერმოს" არგენტინელი შემტევი ხავიერ პასტორე და ასე შემდეგ... საოცარია, რომ ვერავინ მოხვდა "ნაპოლიდან", ხოლო ყველაზე ბევრი (4) ფეხბურთელი სიმბოლურში "უდინეზეს" ჰყავს. თუმცა, ვიმეორებთ, ეს გაზეთების მიერ ყოველ ტურში დაწერილი შეფასებების მიხედვით შედგენილი ნაკრებია.
აქვე, სიმბოლურიც:
მეკარე: ჟულიო სეზარი ("ინტერი");
მცველები: ფედერიკო ბალძარეტი ("პალერმო"), ტიაგო სილვა ("მილანი"), კახა კალაძე ("ჯენოა");
ნახევარმცველები: ანდრეა კოსუ ("კალიარი"), ჯენარო გატუზო ("მილანი"), გოკჰან ინლერი ("უდინეზე"), მაურიციო ისლა ("უდინეზე"), ალექსის სანჩესი ('უდინეზე");
თავდამსხმელები: სამუელ ეტოო ("ინტერი"), ანტონიო დი ნატალე ("უდინეზე").
ილია ნანობაშვილი
http://worldsport.ge/Read.aspx?news=21420&...s=show#comments