2007 წლის 26 ივნისს ინტერნეტ ფორუმი www.karavi.ge ინიციატივით ტარდება „ხევსურული საღამო მზიურში“.
დევიზით:
„მთაში დარჩენილ ხევსურებს არდავიწყება უნდა“მონაწილეობენ ხევსურეთში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, ფოლკლორისტები და ქართული საბრძოლო ხელოვნება „ხრიდოლის“ ოსტატები.
მოეწყობა გელა დაიაურის ლექსების კრებულის პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნება ხევსური პოეტების წიგნები და აუდიო ჩანაწერები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ხევსურეთის ფოტოების გამოფენა–გაყიდვა.
შემოსული თანხა მოხმარდება შატილის სკოლა–ინტერნატს
დასაწყისი 18 საათზე
დასწრება თავისუფალია