შეიძლება ამ თემის ადგილი აქ არაა და თუ მოდერი საჭიროდ მოითხოვს, გადაიტანოს,
(ოღონდ ვორნებისა და მამაძაღლობების გარეშე, რა...)

მოკლედ, სამსახურში გვაქვს ხუთი კომპიუტერი
მიერთებულები ვართ კავკაზუსზე როუტერით, საუიდანაც ინტერნეტი შედის ჰაბში და იქიდან ნაწილდება ხუთივეში.
თუმცა, დღეს ყველაფერი აირია
ინტერნეტი გაითიშა, დავრეკე სადაც ჯერ არს, გვითხრეს ჩვენი ბრალი არ არის, ჰაბი გამოცვალეთო.
გამოვცვალეთ - არ უშველა. კიდევ დავრეკე 480000-ზე რიგში კარგა
ხნის ლოდინის შემდეგ გავედი... ვუთხარ ჰაბი გამოვცვალეთო და მაინც არ უშველაო.
მაშინო, მითხრეს, რომელიღაც კოპს აქვს მაგარი დანძრეულიო. ჰოდა, მივყევით ესე გამორიცხვის მეთოდით და აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ კომპს ჰქონდა დარხეული, რომელიც ყველაზე მაგრად გვჭირდება. ანუ. როცა ის კომპი ჩართულია ჰაბში, მთელ ქსელში ინტერნეტი ითიშება (ამ დროს ლანში კომპიუტერები ერთმანეთს ჩვეულებრივ ხედავენ).
გამოაძრობ იმ კომპიუტერის "წკაპს" ჰაბიდან და ყველაფერი აჟურშია.
რა ანტივირუსი არ გადავატარეთ, რა ვირუსები არ დავიჭირეთ, მაგრამ მაინც ძველებურადაა.
ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რომ მირჩიოთ რამე?
ხვალ ვინდოუსი უნდა გადავაყენო და ამის გარდა სხვა საშველი არაა (ან მაგან თუ უშველა).