ახალი ბლოგი ამუშავდა (
http://nino.ncib.ge/ ), რომელზეც საშუალება ეძლევა ნებისმიერ ადამიანს გააგრძელოს სხვისი დაწყებული თხრობა, შემატოს მოთხრობას თავისი განსაკუთრებული სტილი და ფერი, ხოლო შემდეგ მისი გაგრძელება დაუთმოს სხვას.
უფრო კონკრეტულად რა იგულისხმება:
დათო ტურაშვილმა დაიწყო თხრობა და შემოგვთავაზა ქართველების იშვიათი საზღვაო თავგადასავლის ფრიად საინტერესო ეპიზოდი. ხოლო ამ ამბის თხრობას აგრძელებენ ეტაპობრივად შემდეგი მწერლები:
დავით ქართველიშვილი
გურამ მეგრელიშვილი
მაკა ლდოკონენი
ბესო ხვედელიძე
ნიკუშა ანთაძე
გიორგი კეკელიძე
თეონა დოლენჯაშვილი
მიშა ბახსოლიანი
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
ჯაბა ზარქუა
ამბავი თქვენს თვალწინ იქმნება!
პარალელურად როგორც გითხარით იგივე ამბის გაგრძელების საშუალება ეძლევა საიტზე შესულ იუზერსაც.
პროექტი ახალია და მისით დაინტერესების შემთხვევაში უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება და იქნებ მუდმივი ხასიათიც მიიღოს.
http://nino.ncib.ge/P.S. შესვლისას (თუ სურვილს აღმოაჩენთ) მხარი დაუჭირეთ, ხმის მიცემით,
ნინო კალანდიას (რომელიც ამ კონკურსის და ასევე "შემოდგომის ლეგენდის" ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია) და ამით კიდევ უფრო შევასხამთ მის ენთუზიაზმს ფრთებს. (ხმის მიცემა არანაირ რეგისტრაციას არ ითხოვს და საიტზევე ხდება, აგრეთვე Facebook-ითაც). : )))
This post has been edited by Facelift on 15 Jul 2011, 12:21