ამ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რომ ძალიან მომენატრა საფოსტო ყუთი, რომელიც სადარბაზოში ეკიდა და პერსონალური გასაღებით ვაღებდი ხოლმე. არა, ყუთი კი არ მომენატრა, ყუთიდან ამოღებული ქაღალდის წერილი ( ემეილისგან განსხვავებით მეტად რომანტიული) და ყოველკვირეული გაზეთები ახალი ამბებით

არადა, უკვე რამდენი წელია ჟურნალ-გაზეთებს შევეშვი . ან მავიწყდება, ან მეზარება, ან საინტერესო არაფერია

ჰოდა, სადარბაზოში დამონტაჟებული ყუთიდან ამოღებულ გაზეთს სულ სხვა გემო აქვს ?
ნეტავ მერიაში რომ განცხადება შევიდეს თბილისის მაცხოვრებლების სახელით, არ დააყენებენ ახალ ყუთებს? ან პროექტი რომ გააკეთოს ვინმე ღვთისნიერმა ეგეთი?
მოკლედ, გინდათ თუ არა რომ ეს ყუთები აღდგეს ( ანუ ახალი დაიდგას

) და სურვილის შემთხვევაში ნეტავ თუ გააკეთებენ?

პ.ს. ჰო, პოლს აკლია ისეთი ნიუანსები, როგორიცაა კორპუსში არ ვცხოვრობ
შესაბამისად, საკუტარი სახლი მაქვს დამაქვს ყუთიც და ასე შემდეგ ( ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ეგ არ არის )
This post has been edited by სემირამიდა on 5 Apr 2008, 22:23