ძალიან სერიოზული მულტფილმი გავჩითე და 50 პროცენტზეა, ტორენტიდან ვიწერ..

უკაცრავად, ამაზე დიდი სურათი ვერ გავჩითე ჯერ, ვერც კადრი ვიშოვე.მოკლედ, ჩვენს ბავშვობაში უშვებდნენ ამას, პლასტილინის მულტფილმია.სიუჟეტი - მარკ ტვენი ჯდება დირიჟაბლზე და მიდის კომეტასთან შესახვედრად, ხოლო ტომ სოიერი და მისი მეგობრები ჩუმად შეიპარებიან იქვე და მასთან ერთად გაფრინდებიან.აგრეთვე დართულია ტვენის რამდენიმე მცირე მოთხრობის ელემენტები, როგორიც არის: ბაყაყი კალავერასიდან, ადამისა და ევას დღიურები და სხვა.ასე თუ ისე, მალე ჩამოიწერება.მსურველების რიცხვი თუ იქნება საკმარისი, დიდი სიამოვნებით ავტვირთავ სადმე და გიწილადებთ.