pastoriusძალიან არ მიყვარს ეგ ცენტრი,ამასწინათ ტელეფონის საყიდლად ვიყავი და არც კი მიფიქრია შესვლა
რამდენიმე დღის წინ კი აი ამ სტატიას გადავაწყდი
http://www.ptpress.ge/index.php?option=com...ndali&Itemid=16ქართულ ბაზარზე მეორადი მობილური ტელეფონების რეალიზაცია ხდება. ამის შესახებ სკანდალური ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიაწოდა. „ანტიკორუფციული კავშირის“ მიერ დაფიქსირებული რამდენიმე ფაქტი უკვე გადაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ჩვენი ინფორმაციით, მაკონტროლებელმა ორგანომ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო.
საუბარია „ზუმერის“ მაღაზიათა ქსელში სარეალიზაციოდ გამოტანილ ტელეფონებზე. „ანტიკორუფციული კავშირის“ ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიას საქართველოში დაბალ ფასად შემოაქვს სხვადასხვა მარკის მეორადი ტელეფონები, რომლებსაც კომპანიის სერვისცენტრში აახლებენ და მომხმარებელს სთავაზობენ, როგორც ახალს. აი, რა წერია „ანტიკორუფციული კავშირის“ მიერ საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილ წერილში:
„მოგახსენებთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ხშირად გვიკავშირდებიან დაზარალებული მომხმარებლები, რომლებმაც შპს „ზუმერის“ თბილისში, წერეთლის გამზირი #1-ში მდებარე მაღაზიაში შეიძინეს სხვადასხვა ბრენდის მობილური ტელეფონები, როგორც ახალი. მათი ფასი 300-დან 1200 ლარამდე მერყეობს და ისინი მეორადი გამოყენებისაა. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა მონიტორინგი ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და ვადასტურებთ, რომ ვიტრინებში გამოტანილი გასაყიდი ტელეფონების 20% მეორადი მოხმარებისაა. მობილურ ტელეფონებს არ გააჩნია ეკრანის დამცავი პარკები, რაც აქვს აბსოლუტურად ყველა გასაყიდ ახალ ტელეფონს. მობილური ტელეფონების ეკრანებს შიგთავსებში აღენიშნება ნათითურები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი გახსნილი და შეკეთებულია. მათ უმრავლესობას ასევე აღენიშნება გახსნის კვალი, რომლებიც კარგად ჩანს მობილური ტელეფონების კორპუსებზე ვიზუალური დათვალიერებისას. გთხოვთ, მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები“.
This post has been edited by FeBrUaRy6 on 10 May 2012, 16:32
А я верю в чудеса...