ტემპერა1990 წლის 30 მარტი

საკმაოდ კარგი მასალა გამაჩნია ამ დღესთან დაკავშირებით, მერე დავასკანერებ
* * *
რუსლან მიქაბერიძის სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი ლექსი "ეს დალოცვილი ფეხბურთი"
ეს დალოცვილი ფეხბურთი
მოსული ფოთის პორტიდან,
რაც პოლიტიკით ვერ ვქენით
იმას აკეთებს სპორტიდან.
ნუ შეგაშინებთ მოძმენო
წამხდართა სისინ ქილიკი,
ლაჩარს და მონას აშინებს
ძნელად სავალი ბილიკი.
ჯერაც ვერ ხვდება ზოგ-ზოგის
ჩაჟანგებული გონება,
რას ნიშნავს უცხო დამპყრობლის
გარეშე ბურთის გორება.
რაც გაჩენილა გულების
გასკდომის პირზე საძგერად.
მარტო თამაში რომ იყოს,
ვინ მოვიდოდა საცქერად.
დღეისდღე ასჯერ დიდია,
ათასჯერ უფრო ძვირფასი,
რადგან სამშობლოს სიყვარულს
არ უნდა დამღა ფიფასი.
დრო მოვა კაცობრიობა,
გასაგებს მაინც გაიგებს,
უკვდავი ნიჭი ქართული
ბნელში თავის გზას გაიგნებს.
იდიდოს თავის დადება
სამსხვერპლოს წვეთი ცვარავდეს,
მიწის მუშაკს და მოლაშქრეს
კაცური ოფლი ღვარავდეს.
ზოგს ბურთი კარგა გაჰქონდეს,
სხვა კარგად თესავ-ბარავდეს.
მტერს ჩვენი გაუტეხლობა
ძალას აცლიდეს, ზარავდეს.
დროშებს ცხრა აპრილს გამოვლილს
და ამ დღეს ღმერთი ჰფარავდეს!
* * *
"ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, სიხარულით და სიყვარულით გილოცავთ ამ დიდებულ ეროვნულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი"
-სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე
* * *
"საქართველოს ძენო და ასულნო, საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ამ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს!
ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და იგი ჩვენთან ერთად უბრძვის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ გავიმარჯვეთ და მივაღწიეთ საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის გამოყოფას იმპერიული ფედერაციიდან.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"
-საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
This post has been edited by Valensieli on 17 Jun 2007, 12:30