#24331397 · 6 Mar 2011, 20:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | დაბადების მე-14 თავში აბრაამს პურსა და ღვინოს მოართმევს და ლოცავს მეფე - მელქისედეკი, "რომელი იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა." QUOTE 18. და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.
19. და აკურთხა აბრაამ და თქუა:
20. კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.
ვინაა ეს მისტიური "მეფე სალომისა"? უფლის მიერ ჯერ კიდევ გამოსარჩევი ერის მამამთავარს - თვით დიდ აბრაამს - ლოცავს (პურ-ღვინით!) "მღდელი ღმრთისა მაღლისა" და მეფე!
ვინმემ ხომ არ იცით აქვს თუ არა რომელიმე წმინდა მამას რაიმენაირი სწავლება ამ აბსოლუტურად გამორჩეული პერსონის თაობაზე? |
"სალემის მეფე" შეიძლება ნიშნავდეს იერუსალიმის მეფეს, "სალემ", "შალომ" - მშვიდობა. მელქისედეკ (ებრ. სამართლიანობის მეფე) ითვლება ბიბლიის მიხედვით პირველ მღვდელმსახურად და დიდი პატივით სარგებლობს. 110-ე ფსალმუნშიც იხსენიება იგი: "დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით." ის პირველი იყენებს პურსა და ღვინოს აბრაამთან შეხვედრისას და ეს წინასახეა წმინდა ევქარისტიისა, ისევე როგორც იონას სამდღიანი ყოფნა დიდი თევზის მუცელში არის აღდგომის წინასახე. მოციქული პავლეს წერილში ებრაელთა მიმართ იხსენიება მელქისედეკი, როგორც ადამიანი, რომლის დედა და მამა უცნობია, მას მშობლები არ ჰყავს, მისი მღვდელთავრობა უსასრულოა და რომ იგი არის მეფე სამართლიანობისა, ასევე მეფე მშვიდობისა. ამის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "მეფე სალემისა" შეიძლება იყოს არა მიწიერი მეუფების აღმნიშვნელი, არამედ სულიერად მოიაზრებოდეს და სალემ, შალომ მიანიშნებდეს მის დავალებას შეინარჩუნოს და აკურთხოს სიმშვიდე, მისი სახელი კი პირდაპირ მიუთითებს მელქისედეკის სამართლიანობაზე.
This post has been edited by giorgivachadze on 6 Mar 2011, 20:59
|