ბრძოლა გადარჩენისათვის - რეალისტური თამაში ველურ ბუნებაში
[B]თამაში თავგადასავლების და მძაფრი განცდების მოყვარულთათვისhttp://gyns.org.ge/news_fight_geo.htm თამაშის ერთი ტურის ხანგრძლივობაა - 10 დღე.
თამაშის მოქმედების არეალია პირიქითა ხევსურეთის მთელი ტერიტორია. სოფლები - შატილი, მუცო, არდოტი, ბახაო, ხახაბო, ანდაქი, არჭილო, ხონე, ხონის ჭალა და უსასრულო მთაგრეხილები. მონაწილეების დისლოკაციის ბანაკი იქნება მდინარე არღუნის ჭალაში - ძველი არდოტის მიდამოები.
თამაშის წესები:
P.S თამაშუის დაწვრილებითი აღწერა შეიძლება ნახოთ საიტზე
დღე I ბანაკის კეთილმოწყობის დავალება - ეს იქნება ორგანიზატორების პირველი დავალება. დასაძინებელი ადგილი ყველა გუნდს ექნება განცალკევებულად, ხოლო საკუჭნაო, სასადილო, საპირფარეშო და ადგილი კოცონისათვის იქნება საერთო. გუნდებს დაერქმევათ სახელები და გადაეცემათ ინდივიდუალური განმასხვავებელი სიმბოლიკა. რომელი გუნდიც უფრო წარმატებით გაართმევს თავს პირველ დავალებას მიიღებს ერთ დადებით ქულას.
შეფასების სისტემა იქნება დადებითი და უარყოფითი ქულებით,
შემდგომ გუნდებს სათითაოდ გადაეცემათ ადგილმდებარეობის რუქები და მიეცემათ მისი შესწავლისა და დამუშავების ვადა. პროექტის პირველი საღამო დაეთმობა გუნდების გაცნობას და თამაში გამოცხადდება ოფიციალურად დაწყებულად. ყოველ დილით ბანაკის სტარტია 7:30 საათი და გუნდებს ეძლევათ ახალ ახალი დავალებები.
დღე IIსასიცოცხლო რესურსების მოპოვება
თამაშის მეორე დილიდან გუნდები იწყებენ ბრძოლას გადარჩენისთვის - ბრძოლას გარემოს მკაცრი პირობების წინააღმდეგ ერთმანეთთან კონკურენციისა და თანამშრომლობის პირობებში.
გუნდებს ეძლევათ მითითება მათ მიერ შესწავლილ რუქაზე თუ სად არის შესაძლებელი ნატურალური და ჯანსაღი საკვები პროდუქტის მოპოვება. გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთა საჭმელი მოთამაშეებს ელოდებათ ერთ-ერთი სოფლის ერთ-ერთ ოჯახში სადაც მათ ელოდებათ კონკრეტული დავალება ამ ოჯახის უფროსისგან, რისი შესრულების სანაცვლოდაც გუნდები მიიღებენ სარჩო-სანოვაგეს. რომელი გუნდიც უფრო წარმატებული იქნება დავალების შესრულებისას ის მიიღებს მეტ წილ საზრდოსაც და მასთან ერთად 2 დადებით ქულასაც. ხოლო გუნდი, რომელიც აჩვენებს ყველაზე უარეს რეზულტატს მიიღებს 1 უარყოფით ქულას.
ამავე დღეს მოხდება გუნდების მიერ შეშის მოპოვება სადილის მოსამზადებლად და კოცონისთვის გასათბობად. შეშის მოძიება ხდება შემდეგნაირად: რუქაზე დატანილია წამოსაღებად გამზადებული შეშის ადგილმდებარეობა. შეშა იმყოფება მთაზე, ხოლო დისლოკაციის ბანაკი არის ჭალაში, რომელთაც ჰყოფთ მდინარე არღუნი. ბანაკში შეშის მოტანის რამდენიმე გზა არსებობს; ეღთ-ერთი მეთოდი: შეშის დაგორება მთიდან, მდინარეში ჩაყრა და შემდეგ ბანაკთან აღნიშნული შეშის ამოყრა

მეორე დღის ბოლოს დაინთება ბანაკის დიდი კოცონი / გუნდები შეეჯიბრებიან კოცონის დანთებაშიც / და კოცონთან მოხდება გუნდების ინტელექტუალურ-გასართობი პაექრობა. აქაც გამარჯვებული დაჯილდოვდება ქულებით და საღამოს ნადიმის პარალელურად მოხდება დღის რეზულტატების შეჯამება და დღის საუკეთესო გუნდის გამოვლენა.
დღე IIIმესამე დღიდან იწყება გუნდების პაექრობა სხვადასხვა დანიშნულების პუნქტებზე გასვლისას და ლაშქრობისას. აქვე გუნდებმა უნდა შეძლონ თავიანთი ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გადანაწილება და გუნდის შიგნით ფუნქციების ჭკვიანურად გაყოფა - თითოეული წევრი თავის პასუხისმგებლობის ქვეშ იღებს ამა თუ იმ საქმეს. შემდგომი დავალებების შესასრულებლადაც მოთამაშეებს დასჭირდებათ რუქის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება. გუნდებს დაუსახავენ კონკრეტულ მარშრუტებს სხვადასხვა დანიშნულების პუნქტებამდე, რომელიც მათ უნდა გაიარონ ერთმანეთზე სწრაფად, საუკეთესო გზით და უშეცდომოდ. დანიშნულების ადგილი, იქნება ეს სოფელი, ნასახლარი, ციხე-კოშკი, სალოცავი თუ აკლდამა უნდა შეისწავლონ სხვებზე უკეთესად და რომელი გუნდიც უფრო მეტ ინფორმაციას შეაგროვებს აღნიშნული ადგილის შესახებ თითოეულ გასვლაში მიიღებს დამატებიტქულებს.
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ადგილობრივი ოჯახები. გუნდებმა ადგილობრივი მოსახლეობისაგან უნდა შეიტყონ ამ მხარის ისტორია, ეთნოგრაფიული დეტალები, ცხოვრების წესი; თამაშის მონაწილეები ასევე შეხვდებიან მიღმახევის ხევისბერს და პირდაპირ მისგან შეიტყობენ ხევსურების ადათ-წესებისა და ტრადიციების შესახებ.
საღამოობით კოცონის ირგვლივ შეკრებაზე მოხდება მიღებული ინფორმაციის საინტერესოდ ჩამოყალიბება. გამარჯვებული იქნება გუნდი რომელიც ყველაზე უკეთ გაართმევს თავს აღნიშნულ დავალებას. გვიან საღამოობით გაიმართება ბანაკის საერთო გაფართოებული ნადიმი.
სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრიექსკურსიებისა და ლაშქრობების პარალელურად დღე IV, დღე V და დღე VI დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებებით, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება: ფრენბურთი, ფეხბურთი, წრეშიბურთი, მხიარული სტარტები, ორდროშობანა და სხვა; გუნდებმა ასევე უნდა გამოავლინონ მათი გონებრივი შესაძლებლობები. ჩატარდება რა, სად, როდის. მომზადდება ერთი მხატვრული დადგმა შერჩეულ თემაზე, მოეწყობა ლიტერატურული პაექრობა და სხვა მრავალი.
ცალკე მოეწყობა ბანაკის დოღი და გუნდური შეჯიბრი თევზაობაში, სადაც გამოვლინდებიან ფავორიტი ჯგუფები. ყველა შერკინებას ეყოლება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს დამატებით 2 ქულას.
როდესაც ყველა საჭირო ატრიბუტი იქნება მოპოვებული დისლოკაციის
ბანაკში გაიმართება კულინარიული შერკინება. ამ შემთხვევაში გუნდები შეფასდებიან სამი კრიტერიუმით:
1.რამდენად ნაციონალური და გემრიელია მათ მიერ მომზადებული კერძი
2.რა დრო მოანდომა გუნდმა მის მომზადებას
3.რა მასალა დაიხარჯა კერძის მოსამზადებლად
გუნდები ასევე შეეჯიბრებიან ქართული სუფრის ტრადიციულად და ორიგინალურად წარმართვაში; შეფასება მოხდება დღის საერთო რეზულტატის ჯამურად და გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 5 ქულა.
დღე VIIIმერვე დღეს მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოიწესრიგონ თავი და პირადი ნივთები, განიტვირთონ და დაისვენონ. ამ დღეს შეჯამდება განვლილი პერიოდის წარმატებები და წარუმატებლობები; მერვე დღე იქნება მოსამზადებელი დღე შემდეგი შეჯიბრისთვის, რომელიც მოთამაშეებისგან განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას, ვაჟკაცობას და სულიერ სიძლიერეს მოითხოვს.
ამ დღეს ქულები არ დაეწერება არცერთ გუნდს.
დღე IXმწვერვალის დალაშქვრა მეცხრე დღეს გუნდებს მოუწევთ მწვერვალის დალაშქვრა. გამარჯვებული იქნება გუნდი, რომლის სიმბოლიკიანი დროშაც პირველი აფრიალდება მწვერვალზე და მისი წევრების უმრავლესობაც დაესწრება ამ ცერემონიალს. პირველდამპყრობლებს გადაეცემათ თამაშის "ბრძოლა გადარჩენისთვის" უკანასკნელი და გადამწყვეტიშეფასება, რომელიც 6 ქულას უტოლდება.
გამარჯვებული გუნდის ტრიუმფი
მწვერვალზე გამარჯვებული გუნდი იზეიმებს დიდ წარმატებას. მათ გადაეცემათ პროექტის ლიდერთა თასი და მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ სხვა ეტაპებზე ფავორიტ გუნდებთან ერთად. გამარჯვებული გუნდი ასევე დასაჩუქრდება პროექტის ფოტო კოლექციითა და ვიდეოფირით.
დღე X
მეათე დღეს ჩატარდება პროექტის "ბრძოლა გადარჩენისთვის" დახურვის საზეიმო ცერემონია, რის შემდეგაც გუნდები ზღაპრული შთაბეჭდილებებითა და შეუდარებელი განცდებით დატვირთულები გაემგზავრებიან შინ.
პროექტში მონაწილეობაპროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააკეთონ წერილობითი განაცხადი ორგანიზაციაში, რის შემდეგაც ისინი ავტომატურად ერთვებიან თამაშში. მონაწილეობის საფასური
შეადგენს 200 ლარს თითოეულ მოთამაშეზე / თანხა დადგენილია საქართველოს მოქალაქეებისთვის /.
შეკრიბე გუნდი და ითამაშე ყველაზე ცოცხალი და სათავგადასავლო რეალისტური თამაში "ბრძოლა გადარჩენისთვის" ... თუ გული ძგერს ...
http://gyns.org.ge/news_fight_geo.htm * * *
ხედი თებულოზე იგივე დაქუეხი-პირიქითა ხევსურეთი