
შპს "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი"-ს მართვის უფლებით გაცემა
ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური (მის: ქ. თბილისი, გ. ტაბიძის ქ. #4. მე-3 სართული) აცხადებს კონკურსს ქალაქ თბილისის მთავრობის საკუთრებაში არსებული შპს "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი"-ს 100% წილის კონკურსის ფორმით, თხოვების სახით (მართვის უფლებით) გაცემის თაობაზე, 30 წლის ვადით.
საკონკურსო პირობები:
ა) წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს არანაკლებ 350 ათასი ლარი;
ბ) 2 (ორი) მლნ. ლარის ინვესტიციის განხორციელება. ამასთან, არანაკლებ 1,1 მლნ. (მილიონ ასიათასი) ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში, რომელიც საჭიროა მოხმარდეს ძირითადი და სათადარიგო მოედნების კეთილმოწყობას:
ძირითადი მოედნის კეთილმოწყობა:
_ სადრენაჟო სისტემის რევიზია
_ სარწყავი სისტემის დამონტაჟება
_ გამდიდრებული ნიადაგის შემოტანა
_ ბალახის საფარის შეცვლა
სათადარიგო მოედნის კეთილმოწყობა, ფიფას შესაბამისი მე-5 თაობის საფარის მოწყობა:
- მიწის სამუშაოები
- ხრეშის შემოტანა და მოსწორება
- სადრენაჟო სისტემის რევიზია
- სარწყავი სისტემის მოწყობა
გ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის - 900 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების წარმოება კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, რომელიც უნდა მოხმარდეს შემდეგ სამუშაოებს:
- კომპეტენტური ლიცენზირებული ორგანოს მიერ სტადიონზე სახანძრო უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა, სათანადო შემოწმების აქტის და მის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის წარმოდგენა.
- ელექტრომოწყობილობების, მექანიკური მიოწყობილობების და მათი აღჭურვილობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კომპეტენტური ლიცენზირებული ორგანოს მიერ აღწერა, შესაბამისი აქტის და დასკვნის წარმოდგენა.
- მოედნისა და მაყურებელთა ზონის სათანადო განათებისა და ავარიული გენერატორების არსებობის უზრუნველყოფა, კომპეტენტური ორგანოს მიერ მათი შემოწმება და უეფას მოთხოვნების შესაბამისად მათი სერთიფიკაცია.
- სამედიცინო სათავსოების, სანიტარული კვანძების შესაბამისი უზრუნველყოფა, სათანადო აქტისა და დასკვნის წარმოდგენა.
- სტადიონის ტერიტორიაზე შიდა და შემომსაზღვრელი კარებების, გასასვლელების, ჯებირების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო ან კომპეტენტური ლიცენზირებული არქიტექტურული ორგანოს მიერ მასი აღწერა და სათანადო აქტისა და დასკვნის წარმოდგენა.
- საჯარო ორგანოს მიერ დადასტურებული სტადიონის ევაკუაციის გრაფიკული გეგმის და სხვადასხვა სიტუაციაში მასების მართვის კონცეფციის წარმოდგენა.
- საჯარო ან კომპეტენტური ლიცენზირებული ორგანოს მიერ სტადიონის ტევადობის ოფიციალური აღრიცხვა-დადასტურების უზრუნველყოფა (საერთო ტევადობა, ადგილების რაოდენობა გადახურვის ქვეშ, ადგილების რაოდენობა ცალკეული სექტორისა და იარუსის მიხედვით, სათანადო აქტის გაფორმებით, თანდართული სტადიონის გეგმით და ადგილების მითითებით).
დ) სტადიონის კონსტრუქციული შემოწმება და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე შენობა-ნაგებობის საინჟინრო მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინვესტირება.
ე) შპს"მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის" საქმიანობის პროფილის შენარჩუნება;
ვ) ქალაქ თბილისის მერიასთან შეთანხმებით, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 4 სართულიანი სასტუმროს ტიპის სპორტულ-დასასვენებელი ობიექტის მშენებლობა;
ზ) იჯარის (წილის მართვის) პერიოდში მხოლოდ ქ. თბილისის მთავრობის წინასწარი წერილობითი თანხმობით შესაძლებელია შემდეგი ქმედებების განხორციელება და გადაწყვეტილებების მიღება:
- გაკოტრების საქმის გახსნის, ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, შერწყმის, გაყოფის ან გარდაქმნის შესახებ;
- საზოგადოების ქონების ერთ წელზე მეტი ვადით იჯარით ან ქირავნობით გაცემა;
- საზოგადოების ქონების გასხვისება-გაცვლა;
- საზოგადოების ფილიალების დაფუძნება, სხვა საწარმოს დაფუძნება ან შეძენა, სხვა პირებთან ერთად საწარმოს დაფუძნება; ამხანაგობებსა და კავშირებში გაწევრანება; ფონდის დაფუძნება;
- სხვა საწარმოს წილის, აქციების შეძენა;
- საზოგადოების სახელით სესხებისა და კრედიტების აღება; გარანტიების (თავდებობის) გაცემა;
- საზოგადოების ქონების გირავნობით ან იპოთეკით დატვირთვა;
საზოგადოების სახელით გარიგებების დადება, რომელთა ოდენობა (ღირებულება) აღემატება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50%-ს;
- საზოგადოების ქონების ჩამოწერა;
- წილის მართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა პირისათვის გადაცემა;
- პროკურის გაცემა, სავაჭრო წარმომადგენლის, სავაჭრო მაკლერის ან კომისიონერის დანიშვნა
პრედენდენტმა უნდა გაითვალისწინოს:
- შპს "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის" 100%-იანი წილის იჯარის სახით გადაცემისას, საიჯარო პერიოდის (წილის მართვის) განმავლობაში ქონების მიმღები პირი იღებს ქ. თბილისის მთავრობის კუთვნილ დივიდენდს. ქონების მიმღები პირის ინვესტიცია არ ექვემდებარება ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაბრუნებას.
- ქონების მიმღები პირი პასუხისმგებელია ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დააბრუნოს ქონება საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამის მდგომარეობაში.
- კონკურსში მონაწილეების მიერ ერთნაირი წინადადებების წარმოდგენის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელიც საკონკურსო ვალდებულებების შესრულების გარდა შესთავაზებს ქ. თბილისის მერიას უფრო მეტი თანხის გადახდას.
გამარჯვებულად გამოცხადდება კონკურსანტი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და რომლის მიერ წარმოდგენილი პროგრამა (წინადადება) კომისიის მიერ მიჩნეული იქნება საუკეთესოდ.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
- დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს კონკურსანტის თანხმობა გამოცხადებული საკონკურსო პირობებისა და შემოთავაზებული პროგრამის (წინადადების) შესრულებაზე;
- ფიზიკური პირის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ასლი (კონკურსანტი სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგენს პირადობის მოწმობის დედანს, რომლის ასლიც რჩება კომისიის მდივანთან);
- იურიდიული პირისათვის: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და სადამფუძნებლო დოკუმენტაცია: პარტნიორთა (აქციონერთა ან სხვა) კრების ოქმი და წესდება (ან სადამფუძნებლო დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
- სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილიბა, თუ კონკურსში მონაწილეობს სხვა პირის სახელით;
- პროგრამა (წინადადება) დალუქული კონვერტის სახით.
განაცხადები მიიღება: 2007 წლის 25 ივლისის 18:00 საათამდე;
ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმებისა და რეგისტრაციის ხარჯებს გაიღებს ქონების მიმღები პირი.
კონკურსში გამარჯვებულთან 1 თვის ვადაში განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმება.
კონკურსში გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულებისათვის საჭირო ყველა ხარჯებს (სანოტარო წესით გაფორმება, რეგისტრაცია და სხვა) გაიღებს კონკურსში გამარჯვებული.
განაცხადების წარმოდგენა და დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, გ.ტაბიძის ქ. #4 მე-3 სართული. ტელ.: 93 61 09
23 ივნისი 2007 / 10:39
ეს ინფორმაცია მერიის საიტზე ვნახე. შეიძლება ძველია და ყველამ იცით მარა მაინც. კაი იქნება თუ ვინმე არაკაცი არ იყიდის და ასტრონომიულ ფასს არ დაადებს სტადიონის დაქირავებაზე, თორე მოწევთ ლოკომოტივს და დინამოს უბნის სტადიონებზე გადასვლა