#6079378 · 7 Jul 2007, 23:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშვების ჟრიამულით და მამების ფაფხურით გავსებული ზაფხული, მიილია, მიწყნარდა...
ვიღაც სარკმელს ფიცრავდა...
შეიცვალა ამინდი...
წამოვიდა წვიმა და აკისკისდა კრამიტი... * * * თუმცა ისევ ძგერს, მაგრამ მკერდში აღარ ეტევა გული _ ამქვეყნად აღარაფრის რომ აღარ სჯერა და ჰგავს წინასწარ განწირული რაზმის შეტევას მისი ამაო გაბრძოლება, იმედი, რწმენა.
გაქცევას ცდილობს _ ვინ ეძახის, ვისი აჩრდილი, ან ვინ უღვიძებს მინავლებულ ცეცხლსა თუ ვნებას? ვით მეომარი, ვერაგულად ზურგში დაჭრილი, გაწბილებული, ნირწამხდარი, ღიმილით კვდება... * * * თუმცა ისევ ძგერს, მაგრამ მკერდში აღარ ეტევა გული _ ამქვეყნად აღარაფრის რომ აღარ სჯერა და ჰგავს წინასწარ განწირული რაზმის შეტევას მისი ამაო გაბრძოლება, იმედი, რწმენა.
გაქცევას ცდილობს _ ვინ ეძახის, ვისი აჩრდილი, ან ვინ უღვიძებს მინავლებულ ცეცხლსა თუ ვნებას? ვით მეომარი, ვერაგულად ზურგში დაჭრილი, გაწბილებული, ნირწამხდარი, ღიმილით კვდება... * * * პორტში შემოდის დაღლილი გემი, ისე ნელა და ისე წვალებით, თითქოს წერილი მოჰქონდეს შენი, მაცნე იმედის გარდაცვალების..
--------------------
საიტი შექმენი http://cyberworld.hol.es/
|