#253046 · 9 Oct 2003, 09:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძვირფასო თანაფორუმელებო როგორც იცით (ან არ იცით) ამა წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალა დაწესებულებებში მოწევა. კანონის დარღვევის შემთხვევაში ხდება არა მწეველის, არამედ ადმინისტრაციის დაჯარიმება. არსად (სახელმწიფო დაწესებულებებში) ეს კანონი არ სრულდება, რამოდენიმე სამინისტროში ვიყავი ამ ბოლო ხანებში და ყველგან ისევ ეწევიან ძველებურად. ხომ არავის გაქვთ ეს კანონი? საქმე იმაშია, რომ ჩვენთანაც აკრძალეს მოწევა ამ კანონის გამო (ადრე შემოსასვლელში ვეწეოდით, რომელიც შენობაშია, გარეთ გასვლის საშუალება დღის განმავლობაში არ მაქვს), smoking room კი არ გვაქვს. ხომ არ იცით, მოეთხოვება თუ არა ამ კანონით დაწესებულებებს შეუქმნან თანამშრომლებს სპეციალურად გამოყოფილი მოსაწევი ადგილები (ეს |ჩვეულებრივი პრაქტიკაა იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს მსგავსი კანონი)? და საერთოდ, რა საჭიროა ისეთი კანონი რომელიც არ სრულდება? (მგონი ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთი გამონაკლისია)
--------------------
მოგითყანთ დემოკრატია
|