ნუ თავიდანვე გეტყვი, რომ ავტომატიკა არიყიდო, ძალიან სუსტი ავტომატიკები აქვს, საერთოდ დიდი გადასარევი მანქანა არაა, წვავს ბევრს, სალონი აქვს არაპრაქტიკული (უკანა სკამი ჩათვალე რომ არ გაქვს, ბავშვს თუ დასვავ მარტო.), სისწრაფე და მანევრი არ უვარგა, (მიუხედავად ვიზუალური შთაბეჭდილებისა), ერთი ყიდვა გაგიხარდება და მეორე გაყიდვა

. ძრავი 2.0 არის უფრო გამოდგარი ძრავი, უფრო ნაკლებად მიდრეკილია ზეთის ჭამაზე ვიდრე 2.4 , გაწევაც უკეთესი აქვს ვიდრე 2.4ს. ნაწილებს რაც შეეხება თემქაზე ძველ გამგეობასთან სურიკა და სანზონაში მერვე საავადმყოფოს ზემოთ გარიკა (ეს უკანასკნელი ჯობია

) მე რომ მყავდა მანდ ვიღებდი ხოლმე. ისე გააჩნია რას მოითხოვ მანქანისგან, იგივე ფასში მგონი შესაძლებელია უკეთესი ვარიანტის შერჩევაც. თუ მაინც გადაწყვეტ ეკლიპსის ყიდვას ჩემი რჩევაა, ტურბო მექანიკა 4/4-ზე იყიდო.