მოკლედ, ამას წინათ დიდი ბატალიები იყო გამართული ზიარების კოვზთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით რომ თურმე ეჭვის შეტანაც კი იმაში რომ ამ სახით ვირუსი არ გადადის ყოფილა რწმენის შეურაცყოფა...
ამას წინათ გამახსენდა შავი ჭირის ეპიდემიები ევროპაში (თუ არ ვცდები რენესანსის პერიოდი იყო) ამ პერიოდში სიტუაცია ისე დაიძაბა რომ დაავადებულებს პირდაპირ იქ კეტავდნენ სადაც იყო, ხშირად ჯანმრთელ ოჯახთან ერთად... რომ ოჯახს გარეთ არ გამოეტანა ვირუსი...
თვით რომის პაპიც კი ჩაიკეტა რეზიდენციაში და ცხვირს არ ყოფდა გარეთ

მაგრამ მთავარი არის ეს ფაქტი:
ამ დროს დაავადებულებს აეკრძალათ ეკლესიაში მისვლა, მღვდლები მათ აღარც აზიარებდნენ, აღარც განბანდნენ სიკვდილის შემდეგ და არც წესის ასაგებად ან რაიმე სხვა რიტუალის შესასრულებლად აღარ მიდიოდნენ...
ბუნებრივია ადამიანს უჩნდება კითხვა - კოვზით თუ არ გადადის არაფერი, აბა იმ ჭირით დაავადებულებისთვის თანადგომა რაღა პრობლემა იყო?
P.S. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: იმ პერიოდში შავი ჭირის ეპიდემიებს ღმერთის რისხვას მიაწერდნენ!