World of Tanks არის 2010 წლის ერთ-ერთი საუკეთესო MMO - Action თამაში. თამაში შექმნილია ბელარუსების მიერ, შესაბამისად ოფიციალური სერვერიც არის რუსულენოვანი. სხვა MMO-ებისგან World of Tanks (WoT)-ს განასხვავებს მისი დინამიური ხასიათი, კარგი გრაფიკა და რეალობასთან მიახლოებული გეიმფლეი. თამაში ერთნაირად მოსახერხებელია როგორც გამოცდილი ზადროტისთვის, ასევე ახალდარეგისტრირებული ნუბისათვის. იმისთვის, რომ თამაშიდან სიამოვნება მიიღო, არ არის აუცილებელი თვეების განმავლობაში ალეველო ჩარი, თამაშის პირველივე წუთებიდან ყველა მოთამაშე ერთვება შეუბრალებელ და ცხარე ბრძოლაში.
თამაშის გეიმფლეი ისეთია, რომ ნებისმიერ თავმოყვარე ონლაინ ექშენ თამაშს შეუძლია კუთხეში დაჯდეს და იტიროს. მოთამაშეს არ ყავს არც ელფი, ორკი ან სულაც აბჯარში ჩასმული კიბერჯარისკაცი. თამაშის მთელი ხიბლი ისაა, რომ გყავს ტანკი! ანუ თამაშის ბატალიები ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჯავშანტექნიკით.