http://pirveli.com.geმოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა დღეს თაბუკაშვილის #50/52-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი დაიწყო. მოსახლეობა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების დათმობას არ აპირებს. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სახანძრო სამსახურის ბრიგადები და სპეცრაზმის წარმომადგენლებია მობილიზებული. როგორც "პირველს" ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით ავალიანმა განუცხადა, საცხოვრებელი კორპუსი 1998-1999 წლებში უკანონოდ, პროექტის გარეშე აშენდა. გარდა ამისა, კორპუსი ამორტიზებულია და დაბალბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლოა, დაინგრეს. აქედან გამომდინარე, მერიამ კორპუსის დანგრევა მიზანშეწონილად ჩათვალა. "დედაქალაქის მერია 27 ოჯახს თბილისის ცენტრალურ უბნებში ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილებს, ხოლო მათ, ვინც ფართზე უარს იტყვის, საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას გადასცემს, რომლითაც ოჯახები ცენტრში ბინის შეძენას შესძლებენ" – აღნიშნა მან. მოსახლეობის მტკიცებით კი, მათთვის შეთავაზებული თანხა ძალიან მცირეა. აღსანიშნავია, რომ თაბუკაშვილის #50/52-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შეძენა უცხოეთში მოღვაწე ქართველ ინვესტორს სურს.
http://pirveli.com.ge This post has been edited by Naglshot on 20 Jul 2007, 13:02