Georgia gets a rocketApr 12th 2007
From Economist.com
Beware Russian gunships that pass in the nightWAS it a stunt, a signal or a test? A month after helicopters launched a night-time rocket attack on government buildings in Georgia’s Kodori gorge, nobody knows. As so often in post-Soviet imperial politics, the big picture is clear, but the details are mysterious.
The big picture is that Georgia is trying to re-establish control over two breakaway regions, Abkhazia and South Ossetia, which have claimed independence with Russian backing.
In Abkhazia, Georgia has replaced the bandits who were running the Kodori gorge, a remote upland district, with a normal (by Georgian standards) civilian administration.
In South Ossetia, the Georgian authorities have set up a local government in a village that has always been under Georgian control. This new outfit is run by prominent South Ossetian political figures who have fallen out with the imported Kremlin stooges in charge of the separatist administration.
The aim is to make Georgia a magnet, attracting back minorities repelled by the swaggering ethno-nationalism of the early 1990s. Fast growth and some institutional reform already make Georgia look pretty good, if no showcase, when measured against Russia’s troubled periphery across the Caucasus mountains. Russia's attempts at sanctions and harassment have not brought Georgia to its knees; rather, they have strengthened its self-confidence and encouraged its integration with the West.
An ambitious Abkhaz or Ossetian thus faces an interesting choice: Russia’s gas-fired crony capitalism, with all the problems of the north Caucasus neighbourhood thrown in; or Georgia, and its path of European and Atlantic integration. Neither is hugely attractive right now, but it is hard to see the Russian option getting more compelling, whereas Georgia’s future is looking increasingly bright.
So much for the big picture. Russia is losing out, with a bad grace, to an upstart former satellite. But what about the helicopters? Predictably, the Kremlin line is that Georgia attacked itself to gain sympathy. But in truth the culprits can only have been Russian. Who else in the region has the military capability to launch precision airstrikes at night?
The raid might have been a prelude to an attack aimed at regaining control over the Kodori gorge. But no ground troops followed it up. Most likely it was an attempt to provoke Mikheil Saakashvili, the volatile Georgian president, into an ill-judged retaliation. If so, it failed. Since some American-inspired arm-twisting last year, Mr Saaskashvili’s public utterances have been exemplary.
Just possibly, the attack was nothing to do with local politics, but one Kremlin faction signalling to another that it has the capability to start a war if thwarted. If so, that’s bad news for Russia’s neighbours, who have long feared such stunts in the run-up to Russia's presidential election next year. Maybe the attackers expected more impact: it was pure chance that all the buildings were unoccupied. Nobody was killed, or even hurt. Perhaps they will be, next time.
In theory, the attack should be investigated by the United Nations Observer Misson in Georgia, which tries to keep an eye on what Russia calls its “peace-keeping” force in Abkhazia (given its bias, others call it piece-keeping). The UN mission’s quadripartite fact-finding group—of Georgians, Russians and Abkhaz, under a UN chairman—has convened, but produced only a vague press release.
This week talks started in New York on the extension of the mission’s mandate. Nobody is expecting Russia to be called harshly to account. The mission will stay supine and useless, as its response to the Kodori raid shows. A Kremlin victory, then, in one sense. But the upshot is that Georgian diplomats have never had such a sympathetic hearing, nor Russia a more sceptical one.
http://www.economist.com/daily/columns/eur...tory_id=8994455-------------
საქართველომ ჭურვი მიიღო
უფრთხილდით რუსულ ტექნიკას ღამით
ერთი თვე გავიდა მას მერე რაც ვერტმფრენებმა შუაღამისას გაბომბეს ადმინისტრაციის შენობები კოდორის ხეობაში და დღემდე უცნობია თუ რა იყო ამ დაბომბვის მიზანი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე პოსტ-საბჭოთა იმპერიულ პოლიტიკაში საერთო სურათი ნათელია, მაგრამ დეტალები ბურუსითაა მოცული.
საერთო სურათი არის შემდეგნაირი: საქართველო ცდილობს აღადგინოს თავისი იურისდიქცია ორ გამოყოფილ რეგიონში - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც დეფაქტო დამოუკიდებლობას რუსეთის დახმარებით ინარჩუნებენ.
აფხაზეთში ოფიციალურმა თბილისმა კოდორის ხეობაში ბანდიტები ჩაანაცვლა ნორმალური (ქართული სტანდარტებით) ადმინისტრაციით.
სამხრეთ ოსეთში თბილისმა შექმნა ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში, რომელიც ყოველთვის ოფიციალურ თბილისსს ექვემდებარებოდა. ადმინისტრაციას სათავეში უდგას სამხრეთ ოსეთში ცნობილი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დაუპირისპირდნენ კრემლის მიერ იმპორტირებულ და ამჟამად სეპარატისტული მთავრობის სათავეში მყოფ პოლიტიკოსებს.
ამ ქმედებების მიზანია საქართველოს ისეთ ქვეყნად ქცევა, რომელიც მიიზიდავს იმ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც 90იანი წლების ეთნო-ნაციონალიზმმა უკუაგდო. სწრაფი ზრდა და ინსტიტუციური რეფორმები საქართველოს უკვე საკმაოდ კარგ იმიჯს უქმნის, რუსეთის ამიერკავკასიის გართულებული პერიფერიების ფონზე (ბოდიშს ვიხდი თარგმანის სისუსტისთვის

)
რუსეთის სანქციებმა საქართველო ვერ დააჩოქა; პირიქით ამ სანქციებმა ქვეყნის თვით-დაჯერებულობა უფრო მეტად გაამყარა და ქვეყანას მეტი მოტივაცია მისცა დასავლეთში ინტეგრაციისთვის.
ამგვარად აფხაზი და ოსი საინტერესო არჩევანის წინაშე დგება: რუსეთის გაზზე დამყარებული კაპიტალიზმი მთელი თავისი პრობლემებით ჩრდილო კავკასიაში; ან საქართველო და მისი გზა ევროპაში და ატლანტიკურ ალიანსებში გაწევრიანებისაკენ. ამჟამად არცერთია განსაკუთრებით მიმზიდველი, მაგრამ ძნელია იმის თქმა, რომ პრო-რუსული არჩევანი უფრო მიმზიდველი გახდება მომავალში, სამაგიეროდ საქართველოს მომავალი სულ უფრო და უფრო მეტად ნათელი ხდება.
ასეთია საერთო სურათი. რუსეთი აგებს დამამცირებლად მოტივირებულ ყოფილ სატელიტთან. მაგრამ რაც შეეხება ვერტმფრენებს - სავარაუდოდ კრემლის "მესიჯი" იქნება, რომ საქართველომ საკუთარი ტერიტორია დაბომბა მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მაგრამ სინამდვილეში ცნობილია, რომ ჭურვები მხოლოდ რუსეთის შეიძლება ყოფილიყო. სხვას რეგიონში ვის ძალუძს ასეთი ზუსტი სამხედრო ოპერაციის ღამის პირობებში გახორციელება?
დაბომბვა შეიძლებოდა ყოფილიყო პრელუდია სახმელეთო შეტევისა, რომელსაც მოყვებოდა კოდორის ხეობის აღება, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ეს იყო მცდელობა საქართველოს ფიცხი პრეზიდენტის პროვოკაციაზე წამოგებისა იმ იმედით, რომ ის საპასუხოდ საქართველოსთვის საბედისწერო სადამსჯელო ოპერაციას მიმართავდა. თუ ეს ასე იყო ეს გეგმა ჩაიფუშა. მას მერე რაც შარშან ამერიკის მიერ წახალისებული მაჯების გრეხვა [წულფსპელ: მგონი ჯაშუშების სკანდალზეა საუბარი] ვიხილეთ პრეზიდენტის გამოსვლები სამაგალითო იყო.
შესაძლოა ასევე, რომ შეტევას ადგილობრივ პოლიტიკასთან ნაკლები ჰქონდა სერთო. არამედ ის იყო კრემლის ერთი ნაწილის სიგნალი მეორე ნაწილისთვის იმის შესახებ, რომ მას ძალუძს დაიწყოს ომი თუკი მას გზაზე გადაუდგებიან. თუ ეს ასეა, მაშინ ეს ცუდია რუსეთის მეზობლებისთვის, რომლებიც დიდი ხანია უფრთხიან ასეთ გამოხტომებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში (რომელიც მომავალ წელს ჩატარდება). შეიძლება თავდამსხმელები უფრო მეტ ეფექტს ელოდნენ: ბედნიერი შემთხვევის გამო დაბომბილ შენობებში არავინ იმყოფებოდა. არავინ მომკვდარა, არც კი დაზიანებულა. თუმცა შეიძლება შემდეგი შეტევისასას მსხვერპლიც იყოს.
თეორიულად თავდასხმა უნდა გამოეძია გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში, რომელიც ცდილობს თვალყური ადევნოს რუსეთის მიერ ე.წ. "სამშვიდობო" ძალას აფხაზეთში (თუ მათ მოტივაციას გავითვალისწინებთ სხვები ამ მისიას "piece-keeping" უწოდებენ). გაეროს ოთხმხრივი საგამომძიებლო ჯგუფი - ქართველების, რუსების და აფხაზების შემადგენლობით და გაეროს წარმომადგენელის თაოსნობით ამ საქმეს შეუდგა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ზედაპირული "პრეს რილიზით" შემოიფარგლა.
ამ კვირას ნიუ იორკში მოლაპარაკებები დაიწყო მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ. არავინ მოელის რუსეთის მისამართით განსაკუთრებით მკაცრ ტონს. მისია ისევ დარჩება უსარგებლო და არაეფექტური, როგორც მისი რეაქცია კოდორის დაბომბვაზე ამტკიცებს. ეს კრემლის გამარჯვებაა გარკვეულწილად. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველ დიპლომატებს არასოდეს ჰქონიათ მხარდაჭერების, რუსებს კი სკეპტიკოსების ამხელა აუდიტორია.
მაპატიეთ ცუდი თარგმანი! პროფესიონალი არ ვარ! This post has been edited by WolfSpell on 13 Apr 2007, 14:22