http://pirveli.com.ge თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მის მომავალ გუნდში ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანამებრძოლების გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავს. "ოქრუაშვილი ჟვანიას გუნდის ყოფილ წევრებთან არათუ თანამშრომლობას არ აპირებს, მათთან საუბარსაც კი გამორიცხავს" - განუცხადა "პირველს" ექს-მინისტრთან დაახლოებულმა პირმა. წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე სექტემბრისთვის გამოჩნდება, მისი მომავალი პარტიის სახელწოდება კი სავარაუდოდ, იმავე თვის დასაწყისში გახდება ცნობილი. თავდაცვის ექს-მინისტრის მომავალ გუნდში გაწევრიანებას ბოლო დროს ბევრი მოქმედი პოლიტიკური ფიგურა "იბრალებს". მათ შორის არიან ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანამებრძოლებიც. თავდაცვის უწყებიდან ეკონომიკის მინისტრად გადაყვანილი ირაკლი ოქრუაშვილი ამ თანამდებობიდან 2006 წლის 18 ნოემბერს გადადგა. "მე დავბრუნდები" – დაიბარა ოქრუაშვილმა.