#6851946 · 3 Oct 2007, 15:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი შეიქმნა 2001 წელს საქართველოს საპატრიარქოსთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II უშუალო კურთხევით. 2006 წლიდან, გლობალური ფონდის მხარდაჭერით, ცენტრმა დაიწყო ნარკომანიით დაავადებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება.
პროგრამა უფასოა;
მისი მიზანია ადამიანის განთავისუფლება ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებულებისაგან;
პროგრამა მოიცავს:
მონაწილეების ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოლოგიურ დახმარებას საუბარს სულიერ საკითხებზე მოძღვართან და ცენტრის სპეციალისტებთან; წმინდა ადგილების მოლოცვას და სამონასტრო ცხოვრების გაცნობას; შრომით თერაპიას;
მისამართი: დიღმის მასივი, გრ. რობაქიძის ქ. #7, II კორპ., ( ვ.მაიაკოვსკის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს, ყოფილი “წიგნის სახლის” შენობაში)
ტელეფონი: 893 25 72 50 ნინო კანდელაკი 893 16 73 29 დავით ციცქიშვილი 893 21 15 14 ლელა ტყეშელაშვილი
|