არავის გინდათ ტაოს მონახულება? ახლახანს აღმოვაჩინე ფირმა, რომელიც ბათუმიდან 2 დღიან გასვლებს აწყობს ტაო კლარჯეთში.
ტურის ღირებულება 110/130 ლარი კაცზე (შედის ტრანსპორტი, გიდი, კვება და სასტუმრო):
I დღე: დოლისყანის და შატბერდის ეკლესია, ხანძთის და ტბეთის მონასტერი, არტანუჯის ახიზას და სალტეს ციხე.
II დღე: იშხნის, ხახულის, პარხალის და ოთხთა ეკლესია, ოშკის მონასტერი.
მთავარია შეიკრიბოს 12 კაცი (ინდივიდუალური ტურები არა აქვთ)

7 კაცი უკვე შეიკრიბა... ველით მსურველებს.
პს. გასვლის თარიღს რაც შეეხება, სავარაუდოდ 29-30 ივლისს გვაქვს დაგეგმილი (თუ რა თქმა უნდა, ჯგუფი შეიკრიბა). თუ არა და, როცა ჯგუფი შეიკრიბება მაშინ.