ტომი I თავი I ჩასაფრებულები, ლეიტენანტი ჯიმი და მისი ათი ჯარისკაცი ბამბუკების ტყის სიღრმეში, მდინარიდან ასე 3-4 მილის დაშორებით უცდიდნენ მტერს. სექტემბრის ბოლო იდგა; მზე უკვე ჩასვლას აპირებდა. მხოლოდ ლეიტენანტს და რიგით Q-ს ჰქონდათ წვერი ახალგაპარსული, დანარჩენები ხელს ხშირად ისვამდნენ გრძელ ჯაგარზე (რაც ლეიტენანტს არ მოსწონდა, მაგრამ თავის რაზმთან ყოველთვის მშვიდ ტონს ირჩევდა). ყველა რაღაც უცნაური მოლოდონით იყო სავსე . ლეიტენანტ ჯიმის უკან სათვალე ძაფიტ დაემაგრებინა , თან ხელში ათამაშებდა დროდადრო, როცა სამიზნეს ასწორებდა. თითქმის ყველა მისმა ხელქვეითმა იცოდა რომ ასეთი სათვალე მას სულაც არ სჭირდებოდა...
Q -მ, Z-მა , მამუკამ და ბორისმა კი ეს უეჭველად იცოდნენ . რას ვიზამთ, ასეთი უცნაური კაცია ჯიმი ...
ქიუ ასე 10 მეტრით დაშორდა ჯგუფს. მერე უკან დაბრუნდა
- შემახსენეთ ლეიტენანტო რა არის ამჟამად ჩვენი სამიზნე?
მეხსიერება, ქიუ, მტრის მეხსიერების ბარათები!
მიმაგრებული სურათი