ყორნის გადაფრენას მთებში ღამე მოყავს
კარპატები ოდითგანვე მთვარის შუქჩრდილებში ბანაობდნენ
ძველი ნანგრევები, რომელთა მომაკვდავი აჩრდილებიც ვარსკვლავების კაშკაშს შესცქერიან
აღარავის ახსოვს დიდების წლები
რამოდენიმე ასწლეულმა სრულ სიჩუმეში ჩაიარა
ძე-ხორციელი არ უნახავთ აქ მას მერე
მე მთაზე ვდგავარ, ჩემს ირგვლივ ცა ჩუმია
ამ ღამის სისხლს ვსვამ
ბებერი რუხი მგელი კი ფერხთით მიწევს და ჩემს ხელს ლოკავს
ჩემს გულში ღამეა, თვალებში კი - მთვარე
ჩემი საკუთარი სუნთქვის ნისლში ვარ მიმალული
მცირე სოფელს სძინავს ხეობაში
სძინავს შეშინებულს, ჩემსგან შეშინებულს!
მოკვდავთა ამაზრზენი რბოლანი
მგლის ეშვების მაგია და ღამურის ფრთები
რელიგიის სადარაჯოზე მდგარი მორწმუნენი, რომლებიც სისხლივით ძველნი არიან - ვამპირიზმის უკვდავი კულტი!
სიგიჟე - წყურვილისგან გამოწვეული, სიგიჟე - ტკივილისგან გამოწვეული
ის მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო
თვალიდან ცრემლიც არ გადმოსცდენია, დიდებული იყო
სამწუხაროა, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო
მაგრამ მისი ყელის სიტკბო ახლაც მახსოვს
ჩემს გულში ღამეა, თვალებში კი - მთვარე
ჩემი საკუთარი სუნთქვის ნისლში ვარ მიმალული
ხანდახან ამ მთიან ლანდშაფტში მხოლოდ ჩემი ტრიუმფის ჰიმნის ექოები თუ მოისმის
როგორც სისხლი ნაჩხვლეტი და ღია არტერიიდან
როგორც შხამი, რომელიც ენაზე ჩამოედინება
სადღაც შორიდან ყმუილის ხმა მოიმის
ო, რა მშვენიერია ტრანსილვანიის ღამე!
სიგიჟე - წყურვილისგან გამოწვეული, სიგიჟე - ტკივილისგან გამოწვეული
სისხლი ცხოვრებაა... უკვდავებაა!!!