#6201792 · 21 Jul 2007, 22:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხალხნო და ჯამაათნო,
იმედია მოგზაურები და "პახოდშიკები" იხედებიან აქ.
აგვისტოს შუა რიცხვებში ახალგაზრდების ჯგუფი აკეთებს საზაფხულო ბანაკს კარვებით.
ბანაკის პროექტი დაიწერა, მომზადდა და დეტალებში დაიგეგმა. თუმცა მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა და გაურკვეველი მიზეზების გამო აღმოვჩნდით კარვების გარეშე.
ვინმემ თუ იცით სადმე 5-6 ცალი 5-კაციანი კარავი რომელიც თავისუფალი იქნება აგვისტოს შუა რიცხვებში და თუ ვინმეს სურს ითანამშრომლოს ჩვენთან (გვათხოვოს კარვები 10 დღით) გთხოვთ გამომეხმაუროთ. უკეთესი იქნება თუ რომელიმე ორგანიზაცია დაინტერესდება ამ თხოვნით რადგან პროექტის დასრულების შემდეგ ეს ორგანიზაცია მოხსენიებულ იქნება როგორც ერთ-ერთი ხელმშემწყობი ორგანიზაცია. პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ვფიქრობ ამ მასშტაბით ორგანიზაციის მოხსენიება დონორთა შორის თვით მასაც დადებითად წაადგება.
|