Internet_Contrabandვთარგმნე და ხიბლი კი არა ყველაფერი დაკარგა

იყოს აგერ მაინც...
(ვინც ცოტა მაინც იცით ინგლისური, ყველას გირჩევთ მაინც ორიგინალი ნახოთ) :
რატომ, რატომ არის იმ ხალხის უმეტესობა, ვინც აბორტის წინააღმდეგ გამოდის ისეთი, ვისთანაც ყველაზე ბოლოს იჟიმავებდი? ძალიან მაგრები არიან ეს კონსერვატორები რა... თავიდან ბოლომდე დაუბადებელი ბავშვის სამსახურში დგანან, ყველაფერს გააკეთებენ ჩანასახისთვის. მაგრამ როგორც კი გაჩნდები - მარტო გტოვებენ. სიცოცხლისთვის მებრძოლი კონსერვატორები შეპყრობილნი არიან ნაყოფით - ჩასახვიდან ცხრა თვემდე. ამის შემდეგ კი, გიკიდებენ. საერთოდ არ უნდათ თქვენზე გაგონება! არაფრის! არ აინტერესებთ როგორ იზრდებით, რას ჭამთ, ვინ გივლით, რა სახსრებით... არაფერი აინტერესებთ! თუ დაბადებამდელ ასაკში ხარ - არაგშავს; და თუ სკოლამდელში - მაგარი დაგერხა!
კონსერვატორებს ფეხებზე კიდიხარ, სანამ არ მიაღწევ "სამხედრო ასაკამდე". მაშინ უკვე საჭირო ხარ მათთვის, ზუსტად ის ხარ, რასაც ეძებდნენ. კონსერვატორებს ცოცხალი ბავშვები ჭირდებათ, რომ შემდეგ მკვდარ ჯარისკაცებად გაზარდონ. სიცოცხლისთვის... სიცოცხლისთვის... ეს ხალხი არ ზრუნავს სიცოცხლისთვის, ისინი ექიმებს ხოცავენ! რანაირად გამოდის ეს სიცოცხლისთვის? ისინი ყველაფერს გააკეთებენ შენ გადასარჩენად, სანამ ნაყოფი ხარ მუცელში, მაგრამ როგორც კი გაიზრდები და ექიმი გახდები, ეგებ უცბად შემოაკვდე მათ. ისინი არ იბრძვიან სიცოცხლისთვის! გაინტერესებთ რისთვის იბრძვიან? ქალების წინააღმდეგ! აი ასე მარტივად - ქალების წინააღმდეგ! მათ არ უყვართ ისინი. მათ არ უყვართ ქალები. მათ დღემდე ჯერათ, რომ ქალის მთავარი ფუნქცია სახელმწიფოსთვის დამონებული ფაშატის როლის შესრულებაა.
სიცოცხლისთვის... არც თქვენ შეგიმჩნევიათ ხომ, აბორტის მოწინააღმდეგე თეთრკანიანი ქალები, თავიანთ საშვილოსნოში რომ შავკანიანი ნაყოფი გადაენერგათ? არა... არც ინვალიდ ბავშვებს იყვანენ ხომ შვილად? არადა ეს ხომ ისეთი რამეა, რასაც ქრისტე იზამდა... არც ნავთი არ გადაუსხამთ ამ სიცოცხლისთვის მებრძოლებს თავის დასაწვავად? არადა, აშკარად იციან რელიგიურად თავდადებულმა სამხრეთ ვიეტნამელებმა, როგორ მოაწყონ პროტესტი, არა? ზუსტად იციან როგორ გამოხატონ პროტესტი! მიდი, დაიწვით თავი! მიდით, მორალის ჯვაროსნებო, დაგვანახეთ კვამლი, გამოუშვით ცეცხლი მუცლებიდან!
აი კიდევ ერთი კითხვა: რანაირად ხდება, რომ როცა ჩვენზე ვსაუბრობთ - აბორტს ვეძახით და როცა წიწილაზე - ერბოკვერცხს? შემთხვევით წიწილებზე უკეთესები ხომ არ გავხდით ადამიანები? როდის გადავასწარით წიწილებს კეთილშობილებაში? დამისახელეთ ექვსი მიზეზი, რითი ვართ ჩვენ წიწილებზე უკეთესი... ხედავთ? ვერავინ ასახელებს. იცით რატომ? იმიტომ რომ წიწილები წესიერი ხალხია! დაგინახავთ წიწილები ნარკომოვაჭრეებს შორის? არა! გინახავთ წიწილას ტიპი სკამზე დაებას და მისი ყვერები მანქანის აკუმულატორით მოეხრაკოს? არა! გაგიგიათ ოდესმე, წიწილა სახლში სამსახურიდან დაბრუნდა და მის დედალს სახე აახიაო? ჰა? არასოდეს! იმიტომ, რომ წიწილები წესიერი ხალხია...
მაგრამ მოდი ისევ აბორტს დავუბრუნდეთ. არის თუ არა ნაყოფი ცოცხალი ადამიანი? როგორც ჩანს, ეს მთავარი კითხვაა. ნუ, თუ ნაყოფი ცოცხალი ადამიანია, მაშინ რატომ არ ითვლება იგი მოსახლეობის აღწერისას? თუ ნაყოფი ცოცხალი ადამიანია, მაშინ რატომ არ არის ხოლმე დაკრძალვა და პანაშვიდები მუცლის მოშლისას? თუ ნაყოფი ცოცხალი ადამიანია, მაშინ რატომ ვამბობთ ხოლმე, "ჩვენ ორი ბავშვი გვყავს და მესამეს ველოდებით", ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ "ჩვენ სამი ბავშვი გვყავსო"?
ხალხი იძახის სიცოცხლე ჩასახვის თანავე იწყებაო... მე კი ვამბობ, რომ სიცოცხლე მილიარდი წლის წინ დაიწყო და მიმდინარე პროცესია!
იცი რას გეტყვი? მოდი, კიდევ უფრო უკან წავიდეთ. ნახშირბადის ატომებზე რას იტყვით, ჰა? ნახშირბადის გარეშე ცოცხალი ადამიანი ვერ იარსებებდა. ჰოდა, ხომ შეიძლება, რომ არ უნდა ვწვავდეთ მთელ ამ ნახშირს?.. უბრალოდ ვცდილობ ელემენტარული აზრი მაინც დავინახო აბორტის წინააღმდეგ მიმართულ ამ არგუმენტებში...
ყველაზე მაგრები იმასაც იძახიან, სიცოცხლე განაყოფიერებისას იწყებაო. განაყოფიერებისას, როცა სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს. რაც, როგორც წესი, ქმრის ამ სიტყვებიდან ცოტა ხანში ხდება: "უი, ძვირფასო, ბოდიში. ვაპირებდი გამოღებას, მაგრამ ტელეფონმა დარეკა და დავიბენი..."
მაგრამ განაყოფიერების შემდეგაც კი, კიდევ ექვსი ან შვიდი დღეა საჭირო, რომ მან საშვილოსნომდე მიაღწიოს და ფეხმძიმობა დაიწყოს. ყველა კვერცხი კი ამას ვერ ახერხებს. ქალის განაყოფიერებული კვერცხუჯრედების 80% ორგანიზმიდან გარეთ იმ რამოდენიმე არაჩვეულებრივი დღის დროს ირეცხება. ისინი ჰიგიენურ საფენებზე ასრულებენ სიცოცხლეს. მოკლედ, როგორც ვხვდები, ეს აბორტის მოწინააღმდეგე ხალხი იძახის, რომ ნებისმიერი ქალი, ვისაც ციკლი ცხოვრებაში ერთზე მეტჯერ ქონია, სერიული მკვლელია! რაიმე აზრი! აზრი! ეი, თუ გინდა კიდევ უფრო სერიოზულად მივუდგეთ! იმ დახარჯულ სპერმაზე რას იტყვით, თქვენნაირი სიცოცხლისთვის მებრძოლი ბიჭები რომ კარგავენ ყოველდღე, შარვალში გათავებისას? აგერ, ტიპი დგას გვერდით, ბავშვებით აქვს გავსებული მოჭერილი შორტები, და არავინ ხმას არ იღებს... ყოველი ეაკულაცია სახელს არ იმსახურებს!
ჰოდა, აზრზე და ლოგიკაზე ვლაპარაკობდით. კათოლიკეები (რომელთა შორის მეც ვიყავი, სანამ საღი აზრის ასაკს მივაღწევდი) და სხვა ქრისტიანები აბორტის წინააღმდეგები არიან. ისევე, როგორც ჰომოსექსუალების. ისა და, ვინ იკეთებს ჰომოსექსუალებზე ნაკლებ აბორტს? ღვთის გულისათვის, დაანებეთ ამ ხალხს თავი! უზარმაზარი კლასია ადამიანების, ვიზეს გარანტია გაქვს, რომ აბორტს არასოდეს გაიკეთებენ! კათოლიკეები და ქრისტიანები კი მათ უბრალოდ გვერდით აგდებენ... არადა, იფიქრებდი, რომ ისინი მოკავშირეები გახდებოდნენ. მიდი აბა ეძებე აზრი და ლოგიკა რელიგიაში.
ამიტომ, როდესაც ნიუ-იორკელი კარდინალი ჯონ ოკონერი და კიდევ სხვები გამოცდიან საკუთარ ტყავზე პირველ ფეხმძიმობას, სამშობიარო ტკივილებს და გაზრდიან რამოდენიმე ბავშვს მინიმალური შემოსავალით, მხოლოდ მაშინ მოვისმენ მათ აზრს აბორტის შესახებ! დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება. და გამაბრწყინებელიც.
მანამდე კი, ჯობს თავიანთ მოძღვრებს უთხრან, ვინც უმწიკვლოების აღთქმა დადო, რომ გაწიონ ხელები საკურთხეველში მყოფი ბიჭებიდან! კარგად შეინახეთ ხელები, მამაო! იცით, როდესაც იესომ თქვა 'Suffer the little children come unto me', ამას სულაც არ გულისხმობდა!
ასერომ, იცით რას ვეტყვი ამ აბორტის მოწინააღმდეგე ხალხს? "ჰეი, ჰეი! თუ ფიქრობ, რომ ნაყოფი ქალზე მნიშვნელოვანია, მიდი და აიძულე ნაყოფს გაგირეცხოს განავლიანი საცვლები! ანაზღაურების გარეშე!"