#6149605 · 15 Jul 2007, 22:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალგაზრდებისათვის ვაწყობთ 7-9 დღიან გასამხედროებულ სკაუტურ ბანაკს ახალგორის რაიონის ერთერთ ხეობაში, ტყეში აშენებული ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე.
ბანაკის ტიპი: საველე სამხედრო. განვლაგდებით მე-13 საუკუნის შენობაში და ღია ცის ქვეშ კარვებში.
ბანაკის მიზნები:
ახალგაზრდების ჩაბმა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში საკუთარ თავში დარწმუნების წახალისება, თვითდამკვიდრების საშუალების მიცემა, ნებისყოფის და ამტანობის გაძლიერება. დამოუკიდებლად აზროვნების უნარის განვითარება და ლიდერის თვისებების ჩამოყალიბება. შიშის და სირთულეების დაძლევის უნარების გამომუშავება. ინიციატივის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ჩვევის ჩამოყალიბება. ახალგაზრდის მანამდე დაფარული უნარ-ჩვევების აღმოჩენა და განვითარება. ცხოვრების ჯანსაღი წესის პრაქტიკა. დისციპლინის და თვითდისციპლინის ამაღლება. დაგეგმარების უნარების შეძენა. მოზარდების ქურდული გაგების ადამიანების გავლენიდან ჩამოშორება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამყარება. მეგობრობის, თანაგრძნობის და ურთიერთდახმარების გამტკიცება.
ბანაკის მსვლელობისას ახალგაზრდები შეისწავლიან:
მასკირებას, გადაადგილებას (როგორც დღე, ასევე ღამით), განლაგებას, კომუნიკაციის საშუალებებს, აღჭურვილობის (ზურგჩანთა და ა.შ.) შერჩევას და გამოყენებას, ცეცხლის დანთების და მოპოვების მეთოდებს, სამხედრო ნავიგაციას, კვანძების შეკვრას და პირველადი დახმარების აღმოჩენას.
მოეწყობა ლაშქრობები, ორმხრივი გასამხედროებული-სპორტული თამაშები, ისტორიული ადგილების დასუფთავება-დათვალიერება და ა.შ.
მართალია ბანაკის ცხოვრება რეგლამენტირებული იქნება განაწესით, მაგრამ ეს არ ნიშნავს მკაცრ სამხედრო დისციპლინას და სუბორდინაციას. ჩვენთან არ იქნება სამწყობრო მომზადება და არმიული დამოკიდებულება ”ოფიცერი-ჯარისკაცი”.
რაოდენობა: 35-40 ახალგაზრდა
ფინანსური ხარჯი: ლაშქრობა უფასოა, ანუ არ არის კომერციული პროექტი. გზის და კვების გათვალისწინებით ლაშქრობის ერთ მონაწილეზე გამოდის 70-80 ლარი.
აღჭურვილობა: თუ ვერ მოვახერხებთ საჭირო აღჭურვილობის შოვნას, ახალგაზრდებს მოუწევთ მათი თან წამოღება (ზურგჩანთა, საძილე ტომარა, პარალონი).
ჩატარების დრო: დიდი ალბათობით დავიწყებთ 28 ივლისს.
შეკრების ჩატარების ადგილი: ახალგორის რაიონის ერთერთი ხეობა.
ორგანიზატორი: ქართველ პატრიოტთა ჯგუფი. ეს ბანაკი არ იქნება ერთჯერადი, ის კომპლექსური პროგრამის პირველი ნაბიჯია. შემოდგომიდან შემოგთავაზებთ სხვა, მსგავს რეგულარულ პროგრამებს.
ბანაკს უმეთაურებს არმიის მოქმედი ოფიცრი, რომელსაც აქვს მსგავს პროგრამებში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება.
მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური განაცხადები. თუ იცნობთ ასეთი პროგრამებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, უთხარით მათ ამ ბანაკის შესახებ.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: geowari@gmail.com
უახლოეს მომავალში ინფორმაცია უფრო დაკონკრეტდება! ამიტომ თვალი ადევნეთ საიტის განახლებას!
--------------------
www.aisiforce.org
წყვდიადი იწვა საქართველოს ცისგვამში .. ყრუ ქვაბულებში ქართული ხმლები იჭედებოდა
ღმერთის სასწაულის ნახვა თუ გინდა, სარკეში ჩაიხედე, ეხლა 80 კგ მოაზროვნე პიროვნება ხარ და თავდაპირველად 1 გრამი სითხე იყავი
|