მარჯვენა სანაპიროზე ჩამონგრეული კლდის ქვეშ "ბმვ" მოჰყვა
"ნიუპოსტის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, რომ ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდე ჩამოინგრა.
ჩამონგრეული კლდე გამვლელ, "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანას დაეცა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და გამვლელი მანქანების მგზავრები არიან თავმოყრილი. ელოდებიან სამაშველო სამსახურის სპეციალისტებს.
ჯერჯერობით უცნობია, დაზიანდნენ თუ არა შემთხვევის სედეგად მანქანაში მყოფი მგზავრები. ინფორმაციას დაზუსტებისთანავე დამატებით მოგაწვდით.
http://newsport.ge/48474-sastsrafod-marjve...va#.Ugo2sjOqqOg