#6262405 · 28 Jul 2007, 21:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კიდევ ერთი დღე მივაბარე ხვალინდელ წარსულს, გასულს… და სულს მოსვენება არ სურს. წასულს მეწევიან შენი ბგერები, ქარსულს მენატრება შენი ფერები, გეფერები და გშორდები… ვქორდები, ვორდები, შენი მზერით ვბოლდები და ნუღარ მელით... გზებით სველით ვქრები ნელი ნაბიჯის ჯერით, თან სხვა პეიზაჟებს მივუყვები… მე შენს სიყვარულს არავის არ ვუყვები, ჩაუყვები ამ ბილიკს, დაუყვები თავქვე წერას, ხმას გავიგებ, მოვიხედავ, შევიფერებ ვგონებ ვერას... თუმცა, სიხარულო, შენ რას გიყვები? მე ცას მივყვები და ვტირი პაწაწინა... ...და მახსენდება რომ გამაცინეს შენმა გაბუტულმა ტუჩებმა, გამაცილეს დათოვლილმა ქუჩებმა. ვტირი რომ ვტირი, უბრალოდ, თავდაუხრელად, ხელგაუშლელად, თუმცა ვტირი... და ეს ცრემლიც ადნება სახეს, ასე ვერ მნახეს, ეკუთვნოდა ხეს ზრდასრულს ვხსნი მახეს და ვეცლები, რომ ფესვები დაასვენოს, გაასვენოს სხვა დღეთა წყენა და გაიხაროს, დაიხაროს ნაყოფით დახუნძლული ტოტი. ეს ნოტი ჩაგესმის. ეს ნოტი არ გემის. ეს ნოტი თავს განებებს, დაგანებებს და სხვა ნებას გიშლის უსიტყვოდ, მიშლის უკან მზერას, იშლის სხვას და ვერას, განდობს აღმაფრენას, რომ ისევ გამიღიმო და მითხრა რომ გენატრები...
--------------------
Dum Spiro, Spero.
|