დაჩიბაფომეტს რაც შეეხება -
საფრანგეთის მეფე ფილიპე IV-მ -
http://en.wikipedia.org/wiki/Philip_IV_of_France- გადაწყვიტა დაეშალა ტემპლერი რაინდების ქრისტიანული სამხედრო ორდენი, რადგან ინგლისთან ხანგრძლივი ომის შემდეგ მას ამ ორდენის დიდძალი ვალი მართებდა, და ხელში ჩაეგდო ამ ორდენის სიმდიდრე.
ტემპლერების ორდენს იმ დროისთვის 200 წლიანი ისტორია ჰქონდა, რაც, ძირითადად, ჯვაროსნული ლაშქრობებისთვის ხელშეწყობაში გამოიხატებოდა -
http://en.wikipedia.org/wiki/Knights_Templar1307 წელს ფილიპე IV-მ აიძულა რომის პაპი კლემენტ V -
http://en.wikipedia.org/wiki/Pope_Clement_V- ტემპლერების ორდენის წევრები ერეტიკოსებად გამოეცხადებინა და ორდენი გაეუქმებინა.
ორდენის წევრები ინკვიზიციამ სასტიკად აწამა და აიძულა, რომ მათ მიეცათ ცრუ ჩვენება, თითქოს ისინი ბაფომეტს ეთაყვანებოდნენ, რის შემდეგაც მათი უმრავლესობა ცოცხლად დაწვეს.
ტერმინი 'ბაფომეტი' შეითხზა, როგორც 'მუჰამედის' დამახინჯებული ვარიანტი -
http://en.wikipedia.org/wiki/Baphometმასონებს გარკვეული სიმპათიები გააჩნდათ და გააჩნიათ ტემპლერების ორდენის მიმართ და ქრისტიანული რწმენის მქონე მასონებისთვის, შუა საუკეუნეების დროინდელი ორდენის ანალოგიით, ჩამოაყალიბეს დამატებითი ორგანიზაცია 'რაინდთა ტემპლერი' -
http://en.wikipedia.org/wiki/Knights_Templ...8Freemasonry%29სადღეისოდ, კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა, რომ ტემპლერებთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა და, რომ ისინი ცრუ ბრალდებით გაასამართლა.
1855 წელს ფრანგმა მაგმა და ოკულტისტმა Eliphas Levi-მ გამოსცა წიგნი 'Dogme et Rituel de la Haute Magie', სადაც იყო მისი ნახატი, რომელიც გამოხატავდა ბაფომეტს, დემონის ან სატანას განსახიერებას თხის რქებით და სხვა დამახასიათებელი ატრიბუტებით -
http://en.wikipedia.org/wiki/Eliphas_Levi1890-იან წლებში ფრანგმა ათეისტმა, სახელად Léo Taxil-მა -
http://en.wikipedia.org/wiki/L%C3%A9o_Taxil- გადაწყვიტა გაეშაყირებინა როგორც კათოლიკური ეკლესია, ისე - მასონების ორგანიზაცია, და მოიგონა ისტორიები, რომელთა მიხედვითაც, მასონები, თითქოსდა, ლუციფერს, კერძოდ, ბაფომეტს სცემენ თაყვანს - ეს ისტორიები მან სხვადასხვა წიგნად გამოსცა და ამ წიგნებს Eliphas Levi-ს ზემოაღნიშნული ნახატის მოდიფიკაციები დაურთო.
ეს წიგნები რომის პაპმა, რომელსაც, გარკვეული მიზეზების გამო -
http://en.wikipedia.org/wiki/Catholicism_and_Freemasonryhttp://en.wikipedia.org/wiki/Christianity_and_Freemasonry- მასონებთან დიდი ხნის მტრობა აკავშირებდა, სიხარულით და ლოცვა-კურთხევით მიიღო.
1897 წელს Léo Taxil-მა მოიწვია კონფერენცია, რომელზედაც იგი, თითქოსდა, გეგმავდა ყოფილი მასონის და მასონთა სატანისტური რიტუალების თვითმხილველი ქალის, Diana Vaughan-ის საზოგადოებისთვის წარდგენას - სინამდვილეში, პრესკონფერენციაზე, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის მრავალი სასულიერო პირი ესწრებოდა, Léo Taxil-მა განაცხადა, რომ ყველაფერი მის მიერ იყო მოგონილი და მის მიზანს კათოლიკური ეკლესიის დაცინვა და გამასხარავება წარმოადგენდა -
http://en.wikipedia.org/wiki/Taxil_hoaxსაყურადღებოა, რომ გერმანიის ნაცისტურმა რეჟიმმა 80 000-დან 200 000-მდე მასონი გამოასალმა სიცოცხლეს, რასაც, ისევე, როგორც ჰოლოკოსტის სხვა ფაქტებს, რომის პაპის მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია -
http://en.wikipedia.org/wiki/Freemasonry_u...itarian_Regimes აგრეთვე იხილე -
http://en.wikipedia.org/wiki/Freemasonryhttp://en.wikipedia.org/wiki/Anti-Masonryhttp://en.wikipedia.org/wiki/Masonic_conspiracy_theories
* * *
P.S. დამავიწყდა მეთქვა, რომ მასონები თავიანთ რიგებში ათეისტებს არ იღებენ.
This post has been edited by Guardian on 26 Jul 2007, 15:38