#6230598 · 25 Jul 2007, 00:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აღარ მახსოვს რომელი სიმბიანი მოყვება მაგ ტელეფონს. ალბათ S60 3rd edition Symbian OS 9.1. თუ სხვა მოყვება, იქნებ მოიწერო რომელი ვერსიაა.
წესით, USB კაბელით უნდა შეუერთო კომპიუტერს, ტელეფონი გადართო მონაცემთა გადაცემის რეჟიმში.
შემდეგ ტელეფონის მეხსიერების ბარათი ოპერატიულ სისტემაში გამოჩნდება როგორც შეცვლადი დისკწამყვანი. ამ დისკწამყვანზე უნდა შექმნა დირექტორია Resource და მასში უნდა შექმნა Fonts
აუცილებელია, რომ დირექტორიის პირველი ასო დიდი ასოთი დაიწყოს. ანუ დიდი R და დიდი F.
შემდეგ Fonts დირექტორიაში ჩააგდე შრიფტი BPG Glaho Arial და სულ ეს არის,
ტელეფონს რომ ჩართავ, ქართული უნიკოდ ტექსტი ქართულად გამოჩნდება. ვებგევრდების სანახავად ჯობია Opera Mobile გამოიყენო და ქართულ ვებგვერდებთან არანაირი პრობლემა არ ექნება.
|