#6276817 · 30 Jul 2007, 15:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო კითხვაა. 70-იანი წლებიდან მთელს მუსლიმურ სამყაროს, როგორც ქარმა ისე გადაუარა ექსტრემიზმისა და ისლამიზაციის ტალღამ, რომელმაც სერიოზული შედეგები მოიტანა თურქეთშიც. ათათურქის ათეიზმის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მან განიცადა კრახი ისევ დასავლეთის წყალობით, სადაც დემოკრატიულ იდენტობას მიჯაჭვული თურქი უცხო აღმოჩნდა ევროპელისათვის რამაც გამოიწვია მისი გეტოში ჩაკეტვა. ამის ნათელი მაგალითია გერმანია სადაც არათუ ასამილაცია რამედ ინტეგრაციის პროცესიც დიდის ვაი-ვაგლახით მიიწევს წინ.
ისლამისტებს სერიოზული მხარდაჭერა ჰყავთ ახალგაზრდობაში. ისლამიზმი აძლევს მათ იდენტობას, რომლის გარშემოც შეუძლია თურქს გაერთიანება. ხოლო ათათურქის დემოკრატია უცხო აღმოჩნდა ბუნებით აზიატი თურქისთვის ისევვე როგორც თურქი აღმოჩნდა თავისი კულტურისა და წეს-ჩვეულებების წყალობით უცხო ევროპელისთვის. ამიტომ ვესტერნირებული თურქი შეიძლება მარტი სტამბულსა და სხვა მსგავს დიდი ქალაქში ვნახოთ.
რაც შეეხება ისლამისტების გამარჯვების საფრთხეს. თურქეთში აღმასრულებელი ხელისუფლება ათათურქიდან მოყოლებული ყოველთვის სამხედრო ელიტის ხელში იყო, რომლის სიტყვაც დღესაც კანონი ამიტომ მათ ძალზედ გაუჭირდებათ თურქეთის გარდაქმნა.
|